შინაარსზე გადასვლა

საჭადრაკო ოლიმპიადა 1992

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

7 - 25 ივნისი 1992 მანილა, ფილიპინები

სსრ კავშირის და იუგოლავიის დაშლამ ორი ძლიერი გუნდის ნაცვლად რამდენიმე ძლიერი გუნდი გააჩინა. განსაკუთრებით ეს ითქმის სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკების (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და სხვა) მიმართ. ეს დაამტკიცა ტურნირის შედეგებმაც. პირველ თორმეტეულში ექვსი ყოფილი საბჭოთა და ორი იუგოსლავიური რესპუბლიკის ნაკრები მოხვდა (სერბებს გაეროს გადაწყვეტილებით ყველა შეჯიბრებაში აკრძლული ჰქონდათ თამაში).

რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ და ტურნირის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ ლიდერობა. კასპაროვმა და კომპანიამ საბოლოოდ ოთხქულიანი უპირატესობით მოიგეს ტურნირი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა საპრიზო ადგილებისათვის. ქართველებმა 4-0-ით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად დამარცხდნენ ბელგიელებთან (1,5-2,5). შემდეგ ქართველებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეცხრე ტურის წინ სუფთა მეორე ადგილზე იყვნენ. მეცხრე ტურში ჩვენების მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო. გია გიორგაძე დამარცხდა კრამნიკთან და მატჩიც რუსების გამარჯვებით დამთვრდა. ამან ეტყობა ცუდად იმოქმედა ქართველებზე და მომდევნო ტურში კიდევ უფრო მტკივნეული (და მოულოდნელი) მარცხი განიცადა უზბეკებთან (1-3). მართლია ქართველებმა ძალები მოიკრიბეს და მეთერთმეტე ტურში ქვა ქვაზე არ დატოვეს ფრანგებისაგან (3,5-0,5), მაგრამ ბოლოსწინა ტურში კვლავ სერიოზული მარცხი სომხებთან (1-3) და მედლებისათვის ბრძოლას ქართველები გამოეთიშნენ.

ბოლო ტურის წინ სომხებს 32,5 ქულა ჰქონდათ, უზბეკებს -32, ამერიკელებს, ხორვატებს და ისრაელის გუნდს - 31,5. უზბეკები ბოლო ტურში სწორედ ამ უკანასკნელებს შეხვდნენ, 3-1 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. სომხებმა ვერ მოუგეს ლატვიელებს (ფრე 2-2) და მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ. ქართველებმა ბოლო ტურში ბოსნიელები დაამარცხეს და მერვე ადგილზე დარჩნენ.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოჭადრაკეების უმეტესობა პირველად თამაშობდა ოლიმპიადაზე, თან დამოუკიდებლად თავიანთი ქვეყნის სახელით. ამიტომ მათ აშარად უჭირდათ სატურნირო სტრატეგიის შემუშავება და შემდეგ მისი დაცვა. ამიტომაც იყო ამ გუნდების თამაშში გარკვეული ჩავარდნები (ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინელებს და ქართველებს). საოლიმპიადო პრაქტიკის და გამოცდილების მიღების შემთხვევაში კი ამ გუნდების საერთო პოტენციალი აშკარად მეტის მიღწევის საშუალებას მისცემდა მათ.

ტექნიკური შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 102 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.

17.დროშა: უნგრეთი უნგრეთი, 18.დროშა: შვედეთი შვედეთი, 19.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, 20.დროშა: კოლუმბია კოლუმბია, 21.სლოვენიის დროშა სლოვენია,

  • 31,5 ქულა

22.ინდოეთის დროშა ინდოეთი,

  • 31 ქულა

23.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები, 24.ლიეტუვის დროშა ლიეტუვა, 25.დროშა: ესტონეთი ესტონეთი, 26.დროშა: პერუ პერუ, 27.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, 28.დროშა: ბრაზილია ბრაზილია,

  • 30,5 ქულა

29.იტალიის დროშა იტალია, 30.დროშა: თურქმენეთი თურქმენეთი, 31.დროშა: ფილიპინები ფილიპინები,

  • 30 ქულა

32.დროშა: პოლონეთი პოლონეთი, 33.დროშა: ნორვეგია ნორვეგია, 34.დროშა: არგენტინა არგენტინა, 35.მოლდოვის დროშა მოლდოვა, 36.დროშა: რუმინეთი რუმინეთი, 37.დროშა: თურქეთი თურქეთი,

  • 29,5 ქულა

38.დროშა: ყირგიზეთი ყირგიზეთი, 39.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, 40.ინდონეზიის დროშა ინდონეზია, 41.დროშა: ესპანეთი ესპანეთი, 42.დროშა: ფილიპინები ფილიპინები-3, 43.დროშა: პორტუგალია პორტუგალია, 44.დროშა: ფილიპინები ფილიპინები-2,

  • 29 ქულა

45.დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი, 46.დროშა: ავსტრალია ავსტრალია, 47.დროშა: ავსტრია ავსტრია,

  • 28,5 ქულა

48.დროშა: დანია დანია, 49.დროშა: ფინეთი ფინეთი, 50.დროშა: ბელგია ბელგია, 51.მექსიკის დროშა მექსიკა, 52.დროშა: სინგაპური სინგაპური, 53.დროშა: ვიეტნამი ვიეტნამი, 54.დროშა: კანადა კანადა,

  • 28 ქულა

55.დროშა: შოტლანდია შოტლანდია, 56.დროშა: ტუნისი ტუნისი,

  • 27,5 ქულა

57.დროშა: ჩილე ჩილე, 58.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი, 59.დროშა: ანდორა ანდორა 60.ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში,

  • 27 ქულა

61.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, 62.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო, 63.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,

  • 26,5 ქულა

64.დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე, 65.დროშა: ფარერის კუნძულები ფარერის კუნძულები, 66.დროშა: ალჟირი ალჟირი, 67.დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები, 68.შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა, 69.ლიბანის დროშა ლიბანი,

  • 26 ქულა

70. პაკისტანი, 71.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 72.დროშა: იაპონია იაპონია, 73.ტაილანდის დროშა ტაილანდი, 74.დროშა: ანგოლა ანგოლა,

  • 25,5 ქულა

75.დროშა: უელსი უელსი, 76.ნიგერიის დროშა ნიგერია, 77.დროშა: მაროკო მაროკო, 78.დროშა: მალაიზია მალაიზია, 79.კატარის დროშა კატარი, 80.დროშა: ნიკარაგუა ნიკარაგუა, 81.სან-მარინოს დროშა სან-მარინო,

  • 25 ქულა

82.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია, 83.უგანდის დროშა უგანდა, 84.მავრიკის დროშა მავრიკი,

  • 24,5 ქულა

85.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, 86.დროშა: ბოტსვანა ბოტსვანა, 87.ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დროშა ნიდერლანდის ანტილები,

  • 24 ქულა

88.დროშა: კვიპროსი კვიპროსი,

  • 23,5 ქულა

89.ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, 90.ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი,

  • 23 ქულა

91.პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა, 92.მალტის დროშა მალტა,

  • 22,5 ქულა

93.დროშა: იამაიკა იამაიკა, 94.დროშა: გერნსი გერნსი-ჯერზის დროშა ჯერზი,

  • 22 ქულა

95.მალის დროშა მალი, 96.დროშა: ბრუნეი ბრუნეი,

  • 21,5 ქულა

97.დროშა: ამერიკის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის ვირჯინიის კუნძულები,

  • 21 ქულა

98.პალესტინის დროშა პალესტინა,

  • 20,5 ქულა

99.დროშა: ფიჯი ფიჯი,

  • 18 ქულა

100.დროშა: ბერმუდის კუნძულები ბერმუდის კუნძულები,

  • 16 ქულა

101.სალვადორის დროშა სალვადორი,

  • 14 ქულა

102.სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები.

  • შენიშვნა: იემენის დროშა იემენი და დროშა: კენია კენია - მესამე ტურის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარი კასპაროვი 8,5 (+7=3-0), ალექსანდრე ხალიფმანი 6 (+2=8-0), სერგეი დოლმატოვი 6 (+3=6-0), ალექსეი დრეევი 4 (+3=2-4), ვლადიმერ კრამნიკი 8,5 (+8=1-0), ალექსეი ვიჟმანავანი 6 (+3=6-0).

ვალერი ლოგინოვი 4 (+1=6-6), გრიგორი სერპერი 8,5 (+6=5-2), ალექსანდრე ნენაშევი 9,5 (+7=5-0), სერგეი ზაგრებელნი 8,5 (+7=3-1), მიხეილ სალტაევი 2(+2=0-1), საიდულა იულდაშევი 2,5 (+2=1-1).

რაფაელ ვაჰანიანი 6 (+1=10-1), ვლადიმერ აკოფიანი 8 (+5=6-1), სმბატ ლპუტიანი 11(+9=4-1), არტაშეს მინასიანი 7,5 (+6=3-3), არშაკ პეტროსიანი 1 (+0=2-1), აშოტ ანასტასიანი 1 (+1=0-2).

საქართველოს ნაკრების შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ აზმაიფარაშვილი 8,5 (+6=5-2), ელიზბარ უბილავა 3 (+1=4-3), ზურაბ სტურუა 7 (+2=10-0), გია გიორგაძე 8 (+6=4-3), გენადი ზაიჩიკი 4,5 (+4=1-1), ლაშა ჯანჯღავა 2 (+0=4-0).

საუკეთესო პერფორმანსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოჭადრაკე ქვეყანა
ვლადიმირ კრამნიკი დროშა: რუსეთი რუსეთი 2958
გარი კასპაროვი დროშა: რუსეთი რუსეთი 2908
ჟოელ ლეიტიერი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 2758

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი დაფა ქვეყანა %
გარი კასპაროვი დროშა: რუსეთი რუსეთი 8,5 10 85,0
ჰაინ იანგი ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 10 12 83,3
ალა-ედინ მოისა პალესტინის დროშა პალესტინა 10,5 13 80,8
მეორე დაფა ქვეყანა %
ხაიმე ჟუნიო ნეტო დროშა: ბრაზილია ბრაზილია 8 10 80,0
სტიუარტ ფენსი პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა 8 10 80,0
ანტონიო ფერნანდესი დროშა: პორტუგალია პორტუგალია 7 9 77,8
მესამე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე ნენაჩევი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი 9,5 12 79,2
სმბატ ლპუტიანი დროშა: სომხეთი სომხეთი 11 14 78,6
ჟუან რეიესი დროშა: პერუ პერუ 7,5 10 75,0
მეოთხე დაფა ქვეყანა %
გუსტავო ზელაია სალვადორის დროშა სალვადორი 9 10 90,0
სერგეი ზაგრებელნი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი 8,5 11 77,3
ლეონ გოსტიცა სლოვენიის დროშა სლოვენია 8,5 11 77,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვლადიმერ კრამნიკი დროშა: რუსეთი რუსეთი 8,5 9 94,4
ერიკ გლორია დროშა: ფილიპინები ფილიპინები-2 6 7 85,7
ჰანეს სტეფენსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 7 9 77,8
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ოგნიენ კვიტანი ხორვატიის დროშა ხორვატია 8 10 80,0
ჯულიან ჰოდსონი დროშა: ინგლისი ინგლისი 6 8 75,0
ბაზარ ჰატანბაატარი დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი 8 11 72,7
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]