საჭადრაკო ოლიმპიადა 1972
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1972}} |
18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972 სკოპიე, იუგოსლავია
ოლიმპიადა სკოპიეში საიუბილეო იყო და ქალაქიც სათანადოდ მოემზადა ამისათვის. სკოპიე გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც ერთდროულად მიიღო ორივე, ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები. 62 ვაჟთა და 23 ქალთა ნაკრები გუნდი ესტუმრა მაკედონიის დედაქალაქს. გუნდებში მიმდინარეობდა თაობათა ცვლა. სსრ კავშირის ნაკრებში გამოჩნდა ორი ახალი მოჭდრაკე: ანატოლი კარპოვი და ვლადიმერ სავონი. აშშ-ს ნაკრებს რობერტ ფიშერის და სამუელ რეშევსკის არყოფნაში სათვეში ჩაუდგა, ყოფილი ჩეხი, ლუბომირ კავალეკი. ფიშერმა ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის 150 ათასი დოლარი მოითხოვა. ასევე მაღალი ჰონორარები მოითხოვეს ევანზმა და ლომბარდიმ, ამიტომაც ამერიკელთა გუნდი სკოპიეში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ სკოპიეში არგენტინელებიც, ნაიდორფი, პანო და კიდევ რამდენიმე უძლიერესი მოჭადრაკე უკმაყოფილო დარჩა ნაკრების დაკომპლექტების პრინციპებით და ოლიმპიადაში თამაშზე უარი განაცხადეს. გერმანიის გუნდს დაუბრუნდა რობერტ ჰიუბნერი, სამაგიეროდ არ იყვნენ უნციკერი და შმიდტი. დანიელებს არ ჰყავდათ ბენტ ლარსენი. სამგიეროდ იყო ახალი სახელები: უნგრეთის გუნდში გამოჩნდა დიულა საქსი, იუგოსლავიის ნაკრებში - ლუბომირ ლუბოევიჩი, შვედეთის ნაკრებში - ულფ ანდერსონი, ხოლო ავსტრალიის ნაკრებში - უოლტერ ბრაუნი. საფრანგეთის ნაკრებს 22-წლიანი განშორების შემდეგ (ამ დროს ის აშშ-ს ღირსებას იცავდა) დაუბრუნდა როსოლიმო.
თავდაპირველად გუნდები ქვეჯგუფებში იბრძოდნენ მთავარ ფინალში გასასვლელად. ქვეჯგუფებში სიურპრიზები არ მომხდარა და თითქმის ყველა ფავორიტმა იოლად გაიკვლია გზა ფინალისაკენ. გაუჭირდათ ამერიკელებს და არგენტინელებს. პირველებმა მხოლოდ ბოლო ტურში ფილიპინელებთან ფრედ დამთვრებული მატჩის წყალობით მოიპოვეს ფინალის საგზური. რაც შეეხება არგენტინელებს, მათ ეს მხოლოდ მექსიკელთა მშრალი ანგარიშით დამარცხების შემდეგღა შეძლეს.
ფინალში ძირითადი ბრძოლა უნგრელ და საბჭოთა მოჭადრაკეებს შორის წარიმართა. ეს გუნდები უკვე პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და უნგრეთის ნაკრებმა მეორედ შეძლო საბჭოეთის დამარცხება (პირველად ეს მოხდა 1956 წელს). მომდევნო სამ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მატჩები მართლია მოიგეს, მაგრამ მინიმალური სხვაობით და უნგრელები მეხუთე ტურის წინ 2,5 ქულით იყვნენ წინ. მეხუთე ტურიდან კი სსრ კავშირის გუნდი გარდაიქმნა და ჩვეული ძალით ათამაშდა. მომდევნო ოთხ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 13,5 ქულა აიღეს 16-დან. ამ ტემპს ვერც უნგრელები აყვნენ და ვერც იუგოსლავიელები. მეათე ტურის შემდეგ საბჭოელები უკვე ორი ქულით უსწრებდნენ უნგრელებს. მეთერთმეტე ტურში უნგრელებმა ერთი ქულა ამოქაჩეს, ხოლო მეთორმეტეში, არგენტინელთა განადგურების (4-0) შემდეგ დაეწივნენ კიდეც მეტოქეს. მეცამეტე ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 3,5 ქულა აართვეს ესპანელებს და კვლავ ქულით გაიჭრნენ წინ. ბოლო ორ ტურში კი მათ უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. საბჭოთა გუნდის წარმატებით გამოსვლაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ტალმა და კარპოვმა. როგორც ყოველთვის საიმედონი იყვნენ პეტროსიანი, კორჩნოი და სმისლოვი. სამაგიეროდ აშკარად არ იყო ფორმაში ვლადიმერ სავონი. სხვა მოჭადრაკეებიდან აღსანიშნავია ჰიუბნერის და ლუბოევიჩის გამარჯვებები პირველ და მესამე დაფებზე. კარგად იასპარეზეს ახალბედებმა, საქსმა, ანდერსონმა და ბრაუნმა.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 62 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები რვა ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XVI ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XVII-XXXI, XXXII-XLVII და XLVIII-LXII. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. სსრკ - 22 2. დანია - 15 3. ბელგია - 14 4. კუბა - 13 5. ფინეთი - 11,5 6. დომინიკელთა რესპუბლიკა - 6 7. ლუქსემბურგი - 2,5
- II ჯგუფი: 1. იუგოსლავია - 22,5 2. შვეიცარია - 19 3. პერუ - 19 4. ინგლისი- 18,5 5. ბრაზილია - 15,5 6. იაპონია - 8 7. სირია - 5 8. კვიპროსი - 4,5
- III ჯგუფი: 1. უნგრეთი - 23,5 2. პოლონეთი - 22 3. ნორვეგია - 20 4. ინდონეზია - 15,5 5. შოტლანდია - 11,5 6. ბოლივია - 8 7. მაროკო - 6,5 8. ლიბანი - 5
- IV ჯგუფი: 1. გერმანია - 25 2. არგენტინა - 18,5 3. ისლანდია - 17,5 4. საბერძნეთი - 14 5. ახალი ზელანდია - 13,5 6. მექსიკა - 11 7. საფრანგეთი - 10,5 8. გერნზი - 2
- V ჯგუფი: 1. ჩეხოსლოვაკია - 23,5 2. ესპანეთი - 19,5 3. მონღოლეთი - 17,5 4. ისრაელი- 17 5. პორტუგალია - 13,5 6. ირლანდია - 12,5 7. ჰონგ-კონგი - 5,5 8. მალაიზია - 3
- VI ჯგუფი: 1. გდრ - 23,5 2. შვედეთი - 20 3. კანადა - 18 4. იტალია - 17 5. უელსი - 11,5 6. თურქეთი - 10 7. სინგაპური - 9 8. მალტა - 3
- VII ჯგუფი: 1. ბულგარეთი - 20,5 2. ნიდერლანდები - 20 3. ალბანეთი - 19,5 4. კოლუმბია - 16 5. ავსტრალია - 16 6. პუერტო-რიკო - 10,5 7. ერაყი - 5,5 8. ანდორა - 4
- VIII ჯგუფი: 1. აშშ - 21,5 2. რუმინეთი - 20,5 3. ფილიპინები - 19,5 4. ავსტრია - 16,5 5. ტუნისი - 13,5 6. ირანი - 13 7. ფარერის კუნძულები - 6,5 8. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები - 1
მეორე ეტაპი
- XLVIII-LXII ადგილები
48. საფრანგეთი - 46,5 49. სინგაპური - 42,5 50. მალტა - 32 51. ჰონგ-კონგი - 30,5 52. ლიბანი - 30 53. ლუქსემბურგი - 29,5 54. ფარერის კუნძულები - 29 55. სირია - 28 56. კვიპროსი - 27,5 57. მაროკო - 26 58. ანდორა - 24 59. მალაიზია - 23 60. გერნზი - 20,5 61. ერაყი - 20,5 62. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები - 10,5
- XXXII-XLVII ადგილები
32. ავსტრალია - 45 33. ფინეთი - 42 34. შოტლანდია - 39 35. ირანი - 37,5 36. ბრაზილია - 35,5 37. პორტუგალია - 32,5 38. თურქეთი - 31 39. ირლანდია - 28,5 40. პუერტო-რიკო - 28,5 41. მექსიკა - 26,5 42. ტუნისი - 26,5 43. უელსი - 26,5 44. ახალი ზელანდია - 25 45. დომინიკელთა რესპუბლიკა - 21,5 46. ბოლივია - 19 47. იაპონია - 15,5
- XVII-XXXI ადგილები
17. ინგლისი - 37 18. ისრაელი - 36,5 19. კანადა - 33 20. ფილიპინები - 31,5 21. ნორვეგია - 30,5 22. კუბა - 30 23. ავსტრია - 30 24. ისლანდია - 29 25. კოლუმბია - 27 26. ინდონეზია - 25,5 27. იტალია - 25 28. მონღოლეთი - 24,5 29. საბერძნეთი - 21 30. ბელგია - 20,5 31. პერუ - 19
- (ალბანეთის ნაკრებმა მერვე ტურში უარი თქვა ისარელთან თამაშზე და როდესაც ორგანიზატორებმა მას 0-4 დამარცხება ჩაუთვალეს, ტურნირი დატოვეს. ამიტომ მათი შედეგები გაუქმდა. ამ დროისათვის ალბანელებს 19 ქულა ჰქონდათ).
I-XII ადგილები
- 1. სსრკ - 42
- 2. უნგრეთი - 40,5
- 3. იუგოსლავია - 38
- 4. ჩეხოსლოვაკია - 35,5
- 5. გერმანია - 35
- 6. ბულგარეთი - 32
- 7. რუმინეთი - 31,5
- 8. ნიდერლანდები - 29
- 9. აშშ - 29
- 10. გდრ - 27,5
- 11. ესპანეთი - 26
- 12. პოლონეთი - 24,5
- 13. დანია - 23
- 14. არგენტინა - 22,5
- 15. შვედეთი - 22,5
- 16. შვეიცარია - 21,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+6=9-1), ვიქტორ კორჩნოი 11 (+8=6-1), ვასილი სმისლოვი 11 (+8=6-0), მიხეილ ტალი 14 (+12=4-0), ანატოლი კარპოვი 13 (+12=2-1), ვლადიმირ სავონი 4,5 (+3=3-2)
ლაიოშ პორტიში 12 (+8=8-1), იშტვან ბილეკი 11,5 (+7=9-0), დიოჟე ფორინტოში 7,5 (+4=7-2), ზოლტან რიბლი 13 (+9=8-0), იშტვან ჩომი 11,5 (+9=5-1), დიულა საქსი 8,5 (+8=1-1).
სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+8=3-4), ბორესლავ ივკოვი 12 (+6=12-0), ლუბომირ ლუბოევიჩი 15,5 (+13=5-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 7 (+3=8-1), მილან მატულოვიჩი 13,5 (+9=9-0), იოსიფ რუკავინა 3 (+2=2-2).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რობერტ ჰიუბნერი | გერმანია | 15 | 18 | 83,3 |
ვლასტიმილ ჰორტი | ჩეხოსლოვაკია | 14,5 | 18 | 80,6 |
უოლტერ შონ ბრაუნი | ავსტრალია | 17,5 | 22 | 79,5 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვიქტორ კორჩნოი | სსრკ | 11 | 15 | 73,3 |
იშტვან ბილეკი | უნგრეთი | 11,5 | 16 | 71,9 |
უილიამ ჰარტსონი | ინგლისი | 12 | 17 | 70,6 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ლუბომირ ლუბოევიჩი | იუგოსლავია | 15,5 | 19 | 81,6 |
ვასილი სმისლოვი | სსრკ | 11 | 14 | 78,6 |
კაელოს ენრიკე კურტასი | კოლუმბია | 13 | 18 | 72,2 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ტალი | სსრკ | 14 | 16 | 87,5 |
აბრაჰამ კალდორი | ისრაელი | 12,5 | 16 | 78,1 |
პეტერ ბაისასი | კანადა | 11,5 | 15 | 76,7 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ანატოლი კარპოვი | სსრკ | 13 | 15 | 86,7 |
ამიკამ ბალშანი | ისრაელი | 13 | 16 | 81,3 |
მასულ ამირ სავადჰუკი | ირანი | 12 | 15 | 80,0 |
იარო რანტანენი | ფინეთი | 12 | 15 | 80,0 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალდო ჰაიკი | საფრანგეთი | 11 | 12 | 91,7 |
ტერი იენ შოუ | ავსტრალია | 11 | 15 | 73,3 |
იურგენ დიუბალი | გერმანია | 9 | 13 | 69,2 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|