საჭადრაკო ოლიმპიადა 1933
მეხუთე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1933 წლის 12–23 ივლისს ინგლისის საკურორტო ქალაქ ფოლკსტონში. ასპარეზობაში 15 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
ტურნირის ორგანიზება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ფიდე-მ ოლიმპიადის ჩატარება ესპანეთს მიანდო, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მოგვიანებით მასპინძლობის სურვილი აშშ-მა გამოთქვა, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკელებმაც უარი თქვეს. საბოლოოდ, ინგლისის საჭადრაკო ფედერაციამ იკისრა ორგანიზატორობა. მოკლე ვადების გამო, ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა გუნდის გაგზავნა. ოლიმპიადაზე არ გამოცხადდა გერმანია, რომელიც საერთოდ გამოვიდა ფიდე-დან (ქვეყნის სათავეში ნაცისტების მოსვლის გამო).
ტურნირის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკელებმა თავიდანვე ენერგიული სტარტი აიღეს. მათ ძირითად მდევრებად ჩეხოსლოვაკია და შვედეთი მოგვევლინენ. ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში, აშშ-ისა და ჩეხოსლოვაკიის მატჩში გადაწყდა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს თასის მოსაპოვებლად მინიმუმ 3½:½ მოგება სჭირდებოდა. მატჩის მიმდინარეობისას ისინი 2½:½ ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო პარტიაში ვეტერანმა ფრენკ მარშალმა შეძლო კარელ ტრეიბლის დამარცხება. მატჩი 2½:1½ დასრულდა ჩეხების სასარგებლოდ, მაგრამ საერთო ქულებით აშშ-მა ჩემპიონობა შეინარჩუნა.
მესამე ადგილზე, დამატებითი მაჩვენებლების (მოგებული მატჩების რაოდენობა) წყალობით, შვედეთის ნაკრები გავიდა.
ტურნირი კვლავ დაამშვენა მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე ალიოხინის გამოსვლამ, რომელმაც მძიმე სტარტის შემდეგ (წაგება ტარტაკოვერთან) ფორმა აღიდგინა და პირველ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
| ადგილი | ქვეყანა | ქულა |
|---|---|---|
| 1 | 39 | |
| 2 | 37½ | |
| 3 | 34 | |
| 4 | 34 | |
| 5 | 34 | |
| 6 | 33½ | |
| 7 | 30½ | |
| 8 | 28 | |
| 9 | 27½ | |
| 10 | 27 | |
| 11 | 24½ | |
| 12 | 22½ | |
| 13 | 17 | |
| 14 | 17 | |
| 15 | 14 |
გუნდური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ადგილი | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | + | − | = | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | — | 1½ | 1½ | 3 | 2½ | 3 | 4 | 3 | 3 | 3 | 2½ | 2 | 3 | 3½ | 3½ | 11 | 2 | 1 | 39 | |
| 2 | 2½ | — | 3 | 2½ | ½ | 2 | 2½ | 1½ | 2 | 3 | 3½ | 3½ | 3½ | 4 | 3½ | 10 | 2 | 2 | 37½ | |
| 3 | 2½ | 1 | — | 2 | 2½ | 1½ | 2 | 3½ | 1½ | 2½ | 2½ | 3½ | 3½ | 2½ | 3 | 9 | 3 | 2 | 34 | |
| 4 | 1 | 1½ | 2 | — | 2½ | 2½ | 2 | 2½ | 2½ | 2 | 2 | 3½ | 2½ | 4 | 3½ | 8 | 2 | 4 | 34 | |
| 5 | 1½ | 3½ | 1½ | 1½ | — | 2 | 1½ | 2½ | 3½ | 2 | 2½ | 2½ | 3 | 3 | 3½ | 8 | 4 | 2 | 34 | |
| 6 | 1 | 2 | 2½ | 1½ | 2 | — | 2½ | 2½ | 3 | 2½ | 2 | 3½ | 3 | 2½ | 3 | 9 | 2 | 3 | 33½ | |
| 7 | 0 | 1½ | 2 | 2 | 2½ | 1½ | — | 2½ | 3 | 2½ | 2 | 2½ | 4 | 2 | 2½ | 7 | 3 | 4 | 30½ | |
| 8 | 1 | 2½ | ½ | 1½ | 1½ | 1½ | 1½ | — | 3 | 2½ | 1½ | 2½ | 2½ | 2½ | 3½ | 7 | 7 | 0 | 28 | |
| 9 | 1 | 2 | 2½ | 1½ | ½ | 1 | 1 | 1 | — | 2½ | 3 | 2½ | 2½ | 3 | 3½ | 7 | 6 | 1 | 27½ | |
| 10 | 1 | 1 | 1½ | 2 | 2 | 1½ | 1½ | 1½ | 1½ | — | 3 | 3½ | 1½ | 2 | 3½ | 3 | 8 | 3 | 27 | |
| 11 | 1½ | ½ | 1½ | 2 | 1½ | 2 | 2 | 2½ | 1 | 1 | — | 1½ | 1½ | 3 | 3 | 3 | 8 | 3 | 24½ | |
| 12 | 2 | ½ | ½ | ½ | 1½ | ½ | 1½ | 1½ | 1½ | ½ | 2½ | — | 3½ | 3 | 3 | 4 | 9 | 1 | 22½ | |
| 13 | 1 | ½ | ½ | 1½ | 1 | 1 | 0 | 1½ | 1½ | 2½ | 2½ | ½ | — | 1 | 2 | 2 | 11 | 1 | 17 | |
| 14 | ½ | 0 | 1½ | 0 | 1 | 1½ | 2 | 1½ | 1 | 2 | 1 | 1 | 3 | — | 1 | 1 | 11 | 2 | 17 | |
| 15 | ½ | ½ | 1 | ½ | ½ | 1 | 1½ | ½ | ½ | ½ | 1 | 1 | 2 | 3 | — | 1 | 12 | 1 | 14 |
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ადგილი | ქვეყანა | მოჭადრაკეები (ქულები) |
|---|---|---|
| ისააკ კეჟდენი 10 (14-დან), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7 (10-დან), როიბნ ფაინი 9 (13-დან), არტურ დეიკი 10 (13-დან), ალბერტ სიმონსონი 3 (6-დან) | ||
| სალო ფლორი 9 (14-დან), კარელ ტრეიბლი 6½ (12-დან), იოზეფ რეიფირჟი 7½ (12-დან), კარელ ოპოჩენსკი 11½ (13-დან), კარელ სკალიჩკა 3 (5-დან) | ||
| გედეონ შტალბერგი 7½ (14-დან), გოსტა შტოლცი 8 (14-დან), ერიკ ლუნდინი 10 (14-დან), კარლ ბერნდტსონი 8½ (14-დან) |
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| დაფა | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა | პარტია | % |
|---|---|---|---|---|---|
| I | ალექსანდრე ალიოხინი | 9½ | 12 | 79,2 | |
| II | ფრენკ ჯეიმზ მარშალი | 7 | 10 | 70,0 | |
| III | ერიკ ლუნდინი | 10 | 14 | 71,4 | |
| IV | კარელ ოპოჩენსკი | 11½ | 13 | 88,5 | |
| სათ. | ანდორ ლილიენტალი | 10 | 13 | 76,9 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქურდობაძე ა., მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადები, თბ., 2023. — გვ. 23-25.
- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეხუთე საჭადრაკო ოლიმპიადა: ფოლკსტონი 1933 საიტზე OlimpBase.org
| |||||||||||