საჭადრაკო ოლიმპიადა 1927
პირველი საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1927 წლის 18–29 ივლისს ლონდონში. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მონაწილეობის უფლება ჰქონდათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მოჭადრაკეებს. ამან საშუალება მისცა ტურნირში ჩართულიყვნენ ისეთი ცნობილი მოჭადრაკეები, როგორებიც იყვნენ: რიჰარდ რეტი, იეჰუდა გრიუნფელდი, გეზა მაროცი, ზიგბერტ ტარაში, ბორა კოსტიჩი, ჟაკ (იაკობ) მიზესი და სხვები.
პირველ ოლიმპიადაზე 16 გუნდი გამოვიდა. დაგვიანებული განაცხადების გამო ორგანიზატორებმა ტურნირზე აღარ დაუშვეს აშშ-ისა და პოლონეთის ნაკრებები. ასპარეზობა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობაში, „ვესტმინსტერ სენტრალ ჰოლში“.
რეგლამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირი საკმაოდ მკაცრი რეგლამენტით გამოირჩეოდა: ორ დღეში სამი ტური იმართებოდა. გადადებული პარტიების დასრულება მსაჯთა კოლეგიის მიერ დანიშნულ სპეციალურ დღეებში ხდებოდა. დროის კონტროლი განისაზღვრა 1,5 საათით პირველ 30 სვლაზე, ხოლო შემდგომ — 30 წუთი ყოველ 10 სვლაზე. სპეციალისტთა აღნიშვნით, მოჭადრაკეთა უმეტესობა შეცდომებს სწორედ დროის სიმცირის გამო, დამატებით 30-წუთიან მონაკვეთში უშვებდა.
ტურნირის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩემპიონატის ფავორიტებად უნგრეთის, ავსტრიის, გერმანიისა და იუგოსლავიის გუნდები მიიჩნეოდნენ. ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს, ხოლო იუგოსლავიელებმა პირველივე ტურში უნგრეთთან მძიმე მარცხი იწვნიეს და სატურნირო ცხრილში დაწინაურება ვეღარ შეძლეს.
მოულოდნელად წარმატებით იასპარეზა დანიის ნაკრებმა, რომელმაც მეექვსე ტურში უნგრელების დამარცხებაც შეძლო. ბოლო ტურის წინ დანია უნგრეთს ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა დანიელებმა, რომლებიც სათადარიგო მოთამაშის გარეშე ასპარეზობდნენ, ნიდერლანდებთან მატჩის მოგება ვეღარ შეძლეს. პარალელურად, უნგრეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით სძლია ესპანეთს და პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილი დანიას ხვდა წილად, ხოლო მესამეზე მასპინძელი — ინგლისის გუნდი გავიდა.
ინდივიდუალური მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაფების მიხედვით გამარჯვებულები ოფიციალურად არ გამოვლენილა, რადგან გუნდების უმეტესობა მოჭადრაკეებს დაფებს შორის სურვილისამებრ ანაცვლებდა. მხოლოდ გერმანიის ნაკრები თამაშობდა წინასწარ დადგენილი მუდმივი განლაგებით. სხვა გუნდებიდან მხოლოდ გეზა მაროცი (უნგრეთი), მაქს ეივე (ნიდერლანდები) და რობერტო გრაუ (არგენტინა) ასპარეზობდნენ მუდმივად პირველ დაფაზე. ამის გამო, საუკეთესო მოჭადრაკეები გამოვლინდნენ არა დაფების, არამედ მთლიან ტურნირში დაგროვილი ქულების მიხედვით.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 16 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
| ადგილი | ქვეყანა | ქულა |
|---|---|---|
| 1 | 40 | |
| 2 | 38½ | |
| 3 | 36½ | |
| 4 | 35 | |
| 5 | 34½ | |
| 6 | 34 | |
| 7 | 34 | |
| 8 | 32 | |
| 9 | 30 | |
| 10 | 28½ | |
| 11 | 28 | |
| 12 | 27 | |
| 13 | 24½ | |
| 14 | 21½ | |
| 15 | 21½ | |
| 16 | 14½ |
გუნდური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | + | − | = | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | – | 1 | 2½ | 1½ | 3 | 3 | 3 | 1½ | 4 | 3 | 1½ | 3½ | 3 | 2½ | 3½ | 3½ | 11 | 4 | 0 | 40 | |
| 2 | 3 | – | 2½ | 2 | 3½ | 2½ | 1½ | 2½ | 1 | 2 | 2½ | 3 | 3 | 3½ | 2 | 4 | 10 | 2 | 3 | 38½ | |
| 3 | 1½ | 1½ | – | 3 | 1½ | 2½ | 1½ | 3 | 3½ | 2 | 3½ | 2½ | 2½ | 2 | 3 | 3 | 9 | 4 | 2 | 36½ | |
| 4 | 2½ | 2 | 1 | – | 3 | 2 | 2½ | 1½ | 2 | 3½ | 4 | 2 | 1 | 3½ | 2 | 2½ | 7 | 3 | 5 | 35 | |
| 5 | 1 | ½ | 2½ | 1 | – | 2½ | 1½ | 2½ | 2½ | 2½ | 1 | 4 | 2½ | 3 | 3½ | 4 | 10 | 5 | 0 | 34½ | |
| 6 | 1 | 1½ | 1½ | 2 | 1½ | – | 2 | 3 | 2½ | 2½ | 3 | 2½ | 2½ | 3 | 2½ | 3 | 9 | 4 | 2 | 34 | |
| 7 | 1 | 2½ | 2½ | 1½ | 2½ | 2 | – | 1½ | 3 | 1½ | 2½ | 2½ | 3 | 3½ | 1½ | 3 | 9 | 5 | 1 | 34 | |
| 8 | 2½ | 1½ | 1 | 2½ | 1½ | 1 | 2½ | – | 2 | 1½ | 2½ | 1½ | 2 | 3½ | 3½ | 3 | 7 | 6 | 2 | 32 | |
| 9 | 0 | 3 | ½ | 2 | 1½ | 1½ | 1 | 2 | – | 2½ | 3 | 1½ | 3½ | 3 | 2 | 3 | 6 | 6 | 3 | 30 | |
| 10 | 1 | 2 | 2 | ½ | 1½ | 1½ | 2½ | 2½ | 1½ | – | 1 | 2½ | 2 | 3 | 3 | 2 | 5 | 6 | 4 | 28½ | |
| 11 | 2½ | 1½ | ½ | 0 | 3 | 1 | 1½ | 1½ | 1 | 3 | – | 1½ | 4 | 3 | 1½ | 2½ | 6 | 9 | 0 | 28 | |
| 12 | ½ | 1 | 1½ | 2 | 0 | 1½ | 1½ | 2½ | 2½ | 1½ | 2½ | – | 1½ | 2 | 3 | 3½ | 5 | 8 | 2 | 27 | |
| 13 | 1 | 1 | 1½ | 3 | 1½ | 1½ | 1 | 2 | ½ | 2 | 0 | 2½ | – | 1 | 3 | 3 | 4 | 9 | 2 | 24½ | |
| 14 | 1½ | ½ | 2 | ½ | 1 | 1 | ½ | ½ | 1 | 1 | 1 | 2 | 3 | – | 2½ | 3½ | 3 | 10 | 2 | 21½ | |
| 15 | ½ | 2 | 1 | 2 | ½ | 1½ | 2½ | ½ | 2 | 1 | 2½ | 1 | 1 | 1½ | – | 2 | 2 | 9 | 4 | 21½ | |
| 16 | ½ | 0 | 1 | 1½ | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 2 | 1½ | ½ | 1 | ½ | 2 | – | 0 | 13 | 2 | 14½ |
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეზა მაროცი 9 (+6=6-0), გეზა ნადი 9,5 (8=3-3), არპად ვაიდა 7,5 (+5=5-3), კორნელ გავაში 5,5 (+4=3-1), ანდრე შტეინერი 8,5 (+6=5-2).
ორლე ჰერმან კრაუზე 7 (+4=6-5), ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი 12 (+11=2-2), ერიკ ანდერსენი 10 {+8=4-3), კარლ რუბენ 9,5 (+7=5-3)
ჰენრი ერნსტ ატკინსი 7 (+3=8-1), ფრედერიკ ეიტსი 8 (+7=2-5), ჯორჯ ალან ტომასი 12 (+9=6-0), რეჯინალდ მიჩელი 6 (+4=4-5), ედმუნდ სპენსერი 3,5 (+2=3-1).
საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა | პარტია | პროცენტი |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი | 12 | 15 | 80,0 | |
| 2 | ჯორჯ ალან ტომასი | 12 | 15 | 80,0 | |
| 3 | რიჰარდ რეტი | 11½ | 15 | 76,6 | |
| 4 | გეზა მაროცი | 9 | 12 | 75,0 | |
| 5 | იეჰუდა გრიუნფელდი | 9½ | 13 | 73,1 | |
| 6 | მაქს ეივე | 10½ | 15 | 70,0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქურდობაძე ა., მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადები, თბ., 2023. — გვ. 12-14.
- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||