საჭადრაკო ოლიმპიადა 1964

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2 - 25 ნოემბერი 1964 თელ-ავივი, ისრაელი

თელ-ავივში გუნდების სარეკორდო რაოდენობა, 50, ჩავიდა. საბჭოთა კავშირის გუნდს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში ორი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, მიხეილ ბოტვინიკი და ვასილი სმისლოვი იყვნენ. იყო დებიუტანტიც, ლვოველი დიდოსტატი, ლეონიდ შტეინი. ამერიკელთა გუნდს ისევ არ ჰყავდა რობერტ ფიშერი, რომელმაც უარი თქვა ეთამაშა გუნდში სამუელ რეშევსკისთნ ერთდ. როგორც ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდათ იუგოსლავიელებს (გლიგორიჩი, ივკოვი, მატანოვიჩი, მილან მატულოვიჩი). სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ დასავლეთ გერმანიის (ვოლფგანგ უნციკერი, კლაუს დარგა, ლოთარ შმიდტი), უნგრეთის (ლაიოშ პორტიში, ლასლო საბო, ლევენტ ლენდიელი) და ჩეხოსლოვაკიის (ლუდეკ პახმანი, მიროსლავ ფილიპი, ვლასტიმილ ჰორტი, ლუბომირ კავალეკი) გუნდები.

გუნდების სიმრავლის გამო ისინი თავდაპირველად შვიდ ქვეჯგუფად დაყვეს. ქვეჯგუფებში ფავორიტებს არ გასჭირვებიათ მთავარი ფინალისაკენ გზის გაკაფვა. მხოლოდ გდრ-ს ნაკრებს გადაუღობა გზა კანადის გუნდმა, რომლის ლიდერმა, დანიელ იანოვსკიმ პირველ დაფაზე, ვოლფაგან ულმანის დამარცხებით, გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

ფინალური ტურნირი საბჭოთა მოჭადრაკეებმა მძლავრად დაიწყეს. პირველ სამ ტურში ისრაელის, კანადის და ნიდერლანდების გუნდებთან აღებული იქნა 10 ქულა. უახლოესი მდევრები უკვე 3,5 ქულით აღმოჩდნენ უკან. მეოთხე ტურში გაიმართ ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი: სსრ კავშირი - უნგრეთი. გამარჯვება გუნდს სმისლოვმა მოუტანა, იშტვან ბილეკს მოუგო. მეხუთე ტურში კი სენსაცია მოხდა. საბჭოთა ნაკრები დამარცხდა გერმანიის გუნდთან. თავისი პარტიები წააგეს სმისლოვმა (უნციკერთან) და კერესმა (დარგასთან). ეს საბჭოთა გუნდის მეორე დამარცხება იყო ოლიმპიადების ისტორიაში. (პირველად საბჭოელებმა 1954 წელს წააგეს უნგრელებთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოელებს, რომლებმაც ოლიმპიადებში სულ 6 მატჩი წააგეს, არც ერთი მატჩი არ წაუგიათ ასეთი ანგარიშით).

მიუხედავად მარცხისა საბჭოთა გუნდმა ლიდერობა 13,5 ქულით მაინც შეინარჩუნა. ამ დროისათვის 12,5 ქულა ჰქონდათ რუმინელებს და 12 - არგენტინელებს. 11 ქულა ჰქონდათ ამერიკელებს, ხოლო - 10,5 - ერთბაშად სამ გუნდს (გფრ-ს, ჩეხოსლოვაკიას და უნგრეთს). მეექვსე ტურში საბჭოელებმა ჯავრი ბულგარელებზე იყარეს და მათ სამი ქულა აართვეს. მეშვიდე ტურში პრინციპიალური იყო შეხვედრა იუგოსლავიელებთან. გლიგორიჩმა მოუგო ბოტვინიკს, რაზედაც შტეინმა ასევე მოგებით უპასუხა მატანოვიჩთან პარტიაში და მატჩი ფრედ დამთავრდა. საბჭოელები ორი ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს, ჩეხოსლოვაკიის გუნდს. დანარჩენი მდევრები კი მეტად მჭიდრო ჯგუფად (სულ ქულანახევრიან დისტანციაში ერთბაშად შვიდი გუნდი ,,იჯდა’’) მოდიოდნენ და დიდი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული საპრიზო ადგილებისათვის. მერვე ტურის შემდეგ მეორე ადგილზე უკვე ამერიკელები იყვნენ. პირველად პოზიციები დათმეს არგენტინელებმა და რუმინელებმა. მეცხრე ტურში საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ამერიკელები, რომლებმაც სრული ფიასკო (0-4) განიცადეს საბჭოელებთან შეხვედრაში. სამაგიეროდ ტემპს მოუმატეს იუგოსლავიელებმა და გერმანელებმა. ბოლო ტურის წინ მათ 29-29 ქულა ჰქონდათ. იუგოსლავიელებს მეტად გაუმართლათ. ბოლო ტურში მათი მეტოქე კანადის გუნდი იყო, ხოლო გერმანელები უნგრელებს ხვდებოდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ მედლების მოპოვების შანსი. იუგოსლავიელებმა გაიმარჯვეს და ვერცხლის მედლებს დაეპატრონნენ. გერმანელებმა კი მარცხი განიცადეს, თუმცა არა ისეთი ანგარიშით, რომ უნგრელებს მათთვის გადაესწროთ და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. საბჭოელებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ წელში ვეღარ გასწორდნენ ამერიკელები, წინ უნგრელებიც და ჩეხებიც გაუშვეს და მხოლოდ მეექვსეებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 50 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII XLIII-L ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIII-XL ადგილები

43.დროშა: ავსტრალია ავსტრალია - 22,5 44.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 18 45.დროშა: ბოლივია ბოლივია - 15,5 46.დროშა: ურუგვაი ურუგვაი - 14,5 47.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 14 48.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 12 49.დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა - 10,5 50.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 5

  • XXIX-XLII ადგილები

29.ისლანდიის დროშა ისლანდია - 37,5 30.დროშა: შვეიცარია შვეიცარია- 36,5 31.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 35 32.დროშა: ფინეთი ფინეთი - 35 33.ვენესუელის დროშა ვენესუელა - 30,5 34.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 29,5 35.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 27,5 36.დროშა: ირანი ირანი - 23,5 37.ინდოეთის დროშა ინდოეთი - 22 38.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 21,5 39.დროშა: თურქეთი თურქეთი - 20,5 40.მექსიკის დროშა მექსიკა - 20 41.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 13 42.მონაკოს დროშა მონაკო - 12

  • XV-XXVIII ადგილები

15.დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ - 38,5 16.დროშა: შვედეთი შვედეთი - 32 17.დროშა: დანია დანია - 31,5 18.დროშა: ინგლისი ინგლისი - 31 19.დროშა: პერუ პერუ - 27,5 20.დროშა: ავსტრია ავსტრია - 27,5 21.დროშა: კუბა კუბა - 26 22.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 25,5 23.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 25,5 24.დროშა: ჩილე ჩილე - 24 25.დროშა: ფილიპინები ფილიპინები - 22,5 26.დროშა: ეკვადორი ეკვადორი - 18 27.დროშა: პარაგვაი პარაგვაი - 17,5 28.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 17

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ბოტვინიკი 8 (+5=6-1), ტიგრან პეტროსიანი 10 (+8=4-0), ბორის სპასკი 11 (+8=6-0), პაულ კერესი 9,5 (+6=7-0), ეფიმ გელერი 10,5 (+10=1-1), მიხეილ ტალი 10 (+7=6-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+8=8-1), პეტარ ტრიფუნოვიჩი 9 (+4=10-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 8,5 (+5=7-3), ბორისლავ ივკოვი 13,5 (+11=5-0), ბრუნო პარმა 5,5 (+3=5-0), დრაგოლუბ მინიჩი 7 (+5=4-0).

მიგელ ნაიდორფი 12,5 (+9=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 10 (+5=10-2), ოსკარ პანო 9,5 (+7=5-2), პაულ სანგინეტი 13,5 (+12=3-1), ჰექტორ დეკიუ როსეტო 5 (+4=2-4), ალბერტო ფოგელმანი 5 (+4=2-0)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ვოლფგანგ ულმანი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 15 18 83,3
მიგელ კუელარი დროშა: კოლუმბია კოლუმბია 14 18 77,8
ლაიოშ პორტიში დროშა: უნგრეთი უნგრეთი 12 16 75,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ტუნდე უიტუმენი დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი 13,5 17 79,4
ჰეიკო ვესტერინენი დროშა: ფინეთი ფინეთი 13 17 76,5
მიხეილ ბოტვინიკი დროშა: სსრკ სსრკ 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 11 13 84,6
პაბლო ვარგარა დროშა: ჩილე ჩილე 10,5 15 70,0
ეთოს ფრიდი დროშა: ფინეთი ფინეთი 11 16 68,8
მილკო ბობოცოვი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 11 16 68,8
მეოთხე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 10 12 83,3
დევიდ ფრიდგუდი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 10 12 83,4
ჰელმუტ პფლეგერი დროშა: გერმანია გერმანია 10 12 83,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ლეონიდ შტეინი დროშა: სსრკ სსრკ 10 13 76,9
ზდრავკო მილევი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 11,5 16 71,9
ოუენ ჰინდლი დროშა: ინგლისი ინგლისი 11 16 68,8
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მილან მატულოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 11 13 84,4
გუნტერ მიორინგი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 11 13 84,4
ბორის სპასკი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 13 80,8

ლაიოშ პორტიში, მიხეილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, ჰელმუტ პფლეგერი, ლეონიდ შტეინი და ალექსანდრე მატანოვიჩი დაჯილდოვდნენ, როგორც მთავარ ფინალში დაფებზე გამარჯვებულნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]