შინაარსზე გადასვლა

საჭადრაკო ოლიმპიადა 1937

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეშვიდე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1937 წლის 31 ივლისიდან 14 აგვისტომდე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. მოჭადრაკეებს მასპინძლობდა „გრანდ ოტელ როიალი“. ტურნირში 19 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.

ტურნირის მსვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიადაზე უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა აშშ-ის ნაკრები (სამუელ რეშევსკი, როიბნ ფაინი, ისააკ კეჟდენი, ფრენკ ჯეიმზ მარშალი და ისრაელ ჰოროვიცი). მათ მთავარ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ პოლონეთისა და უნგრეთის გუნდები. ტურნირს ასევე ამშვენებდნენ მსოფლიო ჩემპიონი მაქს ეივე (ნიდერლანდები) და ამომავალი ვარსკვლავი პაულ კერესი (ესტონეთი).

ამერიკელებმა ტურნირი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა მე-6 ტურის შემდეგ ლიდერობას პოლონეთი ინარჩუნებდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-11 ტურის მატჩი ლიდერებს შორის, სადაც აშშ-მა პოლონეთი დიდი ანგარიშით, 3½:½ დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ამერიკელებმა ლიდერობა მყარად ჩაიგდეს ხელთ და მე-16 ტურისთვის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს.

პოლონეთის ნაკრები ამერიკელებთან მარცხის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი უნგრელებს დაუთმო. აღსანიშნავია ვეტერან ფრენკ მარშალის გამოსვლა — ეს მისი მეხუთე და უკანასკნელი ოლიმპიადა იყო, რომელიც მან დაუმარცხებლად განვლო და მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტექნიკური შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ადგილიქვეყანაქულა
1აშშ-ის დროშა აშშ54½
2უნგრეთის დროშა უნგრეთი48½
3პოლონეთის დროშა პოლონეთი47
4არგენტინის დროშა არგენტინა47
5ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია45
6ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები44
7ესტონეთის დროშა ესტონეთი41½
8ლიეტუვის დროშა ლიეტუვა41½
9იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია40
10შვედეთის დროშა შვედეთი38½
11ლატვიის დროშა ლატვია37½
12ფინეთის დროშა ფინეთი34
13ინგლისის დროშა ინგლისი34
14იტალიის დროშა იტალია26½
15დანიის დროშა დანია25½
16ისლანდიის დროშა ისლანდია23
17ბელგიის დროშა ბელგია22½
18ნორვეგიის დროშა ნორვეგია19½
19შოტლანდიის დროშა შოტლანდია14
ადგილი ქვეყანა 12345678910111213141516171819 +=ქულა
1 აშშ-ის დროშა აშშ 232323443 150354½
2 უნგრეთის დროშა უნგრეთი 222232323332344 110748½
3 პოლონეთის დროშა პოლონეთი ½223434 142247
4 არგენტინის დროშა არგენტინა 221233234344 113447
5 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1222232333 112545
6 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 2323232323 112544
7 ესტონეთის დროშა ესტონეთი 1232½33334 97241½
8 ლიეტუვის დროშა ლიეტუვა ½21½122243444 86441½
9 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1112323234 87340
10 შვედეთის დროშა შვედეთი 2½112222323332 74738½
11 ლატვიის დროშა ლატვია 21221½11332334 86437½
12 ფინეთის დროშა ფინეთი ½111222211323 67534
13 ინგლისის დროშა ინგლისი ½1121332332 510334
14 იტალიის დროშა იტალია 12101110112113234 312326½
15 დანიის დროშა დანია 0½1211½1122 312325½
16 ისლანდიის დროშა ისლანდია 0100½½2½122 213323
17 ბელგიის დროშა ბელგია ½½½1101½212½ 214222½
18 ნორვეგიის დროშა ნორვეგია 101½1½0½111112 215119½
19 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ½000½00020202½2 014414

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილიქვეყანამოჭადრაკეები (ქულები)
ჩემპიონიაშშ-ის დროშა აშშსამუელ რეშევსკი 9½, როიბნ ფაინი 11½, ისააკ კეჟდენი 14, ფრენკ ჯეიმზ მარშალი 6½, ისრაელ ჰოროვიცი 13
ვერცხლის მფლობელიუნგრეთის დროშა უნგრეთიანდორ ლილიენტალი 12, ლასლო საბო 12½, ენდრე შტაინერი 14½, კორნელ გავაში 8½, არპად ვაიდა 1
3პოლონეთის დროშა პოლონეთისაველი ტარტაკოვერი 6, მიგელ ნაიდორფი 9½, პაულინ ფრიდმანი 11½, ისააკ აპელი 9, ტეოდორ რეგეძინსკი 11

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაფამოჭადრაკექვეყანაქულაპარტია%
Iსალო ფლორიჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია12½1678,1
IIროიბნ ფაინიაშშ-ის დროშა აშშ11½1576,7
IIIისააკ კეჟდენიაშშ-ის დროშა აშშ141687,5
IVგოსტა დანიელსონიშვედეთის დროშა შვედეთი141877,8
სათ.ისრაელ ჰოროვიციაშშ-ის დროშა აშშ131586,7
  • ქურდობაძე ა., მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადები, თბ., 2023.  გვ. 17-19.
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]