ვიკიპედია:ვიკიფიცირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nutshell.png ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ დაამუშავოთ სტატია ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.


ვიკიფიცირება — პროცესი, რომლის მიზანია სტატიის დამუშავება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. ვიკიფიცირების პროცესი კომპლექსურია და გულისხმობს: შესაბამისი წყაროების მითითებას, შიდა ბმულების მითითებას, ილუსტრაციის ჩამატებასა და სტატიის ტექსტის ენციკლოპედიურ სტილში გადამუშავებას. აქედან შიდა ბმულების, წყაროებისა და სტილის დამუშავება აუცილებელია, ხოლო ილუსტრირება მიზანშეწონილია, თუმცა არასავალდებულო (რადგანაც ყოველთვის არსებობს თემა, რომლის საილუსტრაციოდ გამოსახულების პოვნა რთულია ან თითქმის შეუძლებელია).

წყაროების მითითება[წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. დაწვრილებითი ინფორმაცია ვიკიპედიაში წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე — ვიკიპედია:წყაროს მითითება.

შიდა ბმულების მითითება[წყაროს რედაქტირება]

შიდა ბმული არის ბმული ვიკიპედიის ერთი სტატიიდან მეორეზე. ბმული აკავშირებს ვიკიპედიის სტატიებს ერთმანეთთან და უმარტივებს მკითხველს ინფორმაციის მოძიებას. შიდა ბმულის გაკეთების ორი გზა არსებობს:

  • ხერხი I.ნებისმიერ მომხმარებელს გააჩნია რედაქტირების პანელი, რომელიც თავიდანვე იძლევა შიდა ბმულის ჩასმის საშუალებას.
Wikificireba 1.png
სურ. 1 - პანელის ილუსტრაცია. წითელი რგოლის მქონე ღილაკე იძლევა შიდა ბმულის ჩასმის საშუალებას.

შესაბამის ღილაკზე დაჭერით (Toolbar Insert link.png) იხსნება ახალი ფანჯარა, რომელიც სთავაზობს რედაქტორს ვიკიპედიაში არსებული სტატიის სათაურისა და სასურველი ტექსტის ჩასმას. იხ. ილუსტრაცია 1.

Wikificireba 2.png
სურ. 2 - ახალი ფანჯრის ილუსტრაცია. წითელი რგოელბით აღნიშნულია I და II ველები.

I ველში უნდა ჩაიწეროს სტატიის ის სათაური, რომლითაც სტატიის ობიექტი შენახულია ვიკიპედიაში. მაგალითად, ჩვენ გვსურს სტატია „თბილისი“-ზე ბმულის გაკეთება. ამისთვის I ველში ვწერთ „თბილისი“, ხოლო II ველში იმ სიტყვას, რომლის ხილვაც გვინდა ტექსტში - მაგ. „დედაქალაქი“. სასურველი სიტყვების ჩაწერის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს „ბმულის შენახვა“, რის შედეგადაც მივიღებთ ასეთ რამეს: დედაქალაქი. ჩვენ გვაქვს სიტყვა „დედაქალაქი“, რომელსაც გადავყავართ სტატიაზე „თბილისი“. სულ ესაა :)

  • ხერხი II. ვიკიპედიის გამოცდილ რედაქტორებს ხშირად ეზარებათ ახალი ფანჯრის ხშირად გახსნა, რის გამოც ჩვენ ბმულებს „პირდაპირ“ ვსვამთ. ამისთვის საჭიროა კლავიატურაზე 3 სიმბოლოს აღმოჩენა - ესენია: [, ] და |. ჩვეულებრივი ბმული ვიკიპედიაში, როგორც წესი, ასე გმაოიყურება: [[თბილისი|დედაქალაქი]], რაც ასეთ ბმულს გვაძლევს - დედაქალაქი. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი და მისაღები სიტყვები იდენტურია, არ არის საჭირო მეორე სიტყვის ჩაწერა. მაგ. [[თბილისი]] გვაძლევს ბმულს - თბილისი.

სტილი[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში არსებული ნებისმიერი სტატია უნდა იყოს დაწერილი ენციკლოპედიურ, სამეცნიერო სტილში. ჩვენთვის მიუღებელია მხატვრული, პუბლიცისტური ან ნებისმიერი სხვა სახის სტილი. ვიკიპედიის თითოეული სტატია უნდა იწყებოდეს სტატიის სათაურით, რომელიც უდნა იყოს დაწერილი გამუქებული შრიფტით. მაგ. სტატია თბილისი ასე უნდა იწყებოდეს:

თბილისი

გამუქებული სათაურის შემდეგ უნდა მოდიოდეს სტატიის ობიექტის მოკლე აღწერა, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს სტატიის ობიექტის შესახებ. მოკლე აღწერა უნდა იყოს გამოყოფილი სათაურისგან ტირეთი (). „თბილისისთვის“ ეს არის:

თბილისი — საქართველოს დედაქალაქი.

ხშირ შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა, როგორიცაა მაგ. ობიექტის ძველი სახელწოდება, ობიექტის სახელწოდება მშობლიურ ენაზე და მისთ. პიროვნებისთვის, ცხადია, საუბარია მეორე სახელსა და გვარზე (ან ფსევდონიმზე), სახელსა და გვარზე მშობლიურ ენაზე და მისთ. ასევე შესავალში მიზანშეწონილია პიროვნების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღისა და ადგილმდებარეობის აღნიშვნა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომლებმაც უნდა გაამარტივონ ნაწერის ზემოთ აღნიშნულის:

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი) — საქართველოს დედაქალაქი.
ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი.
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართველი პოეტი.
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller) (დ. 10 ნოემბერი 1759, ნეკარის მარბახი, ბადენ-ვიურტემბერგი -გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები განიხილავენ მხოლოდ პიროვნებისა და გეოგრაფიული ობიექტის შესახებ სტატიებს, ანალოგიური პრინციპის გავრცელება ხდება ვიკიპედიის ნებისმიერ სტატიებზე.

შესავლის შემდეგ სტატიის სტრუქტურა უკვე თქვენს განკარგულებაშია, სტატიის დაწერა შეგიძლიათ ისე, როგორც გსურთ, თუმცა სამეცნიერო სტილის დაცვა აუცილებელია.