საჭადრაკო ოლიმპიადა 1976

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

24 ოქტომბერი - 10 ნოემბერი 1976 ხაიფა, ისრაელი

ნიცაში გამართულ ფიდეს მორიგ კონგრესს, სხვა საკითხებთნ ერთად უნდა გადაეწყვიტა თუ სად ჩატარდებოდა მომდევნო, XXII საჭადრაკო ოლიმპიადა. თავდაპირველად პრეტენდენტები სამნი იყვნენ: არგენტინა, შვედეთი და ისრაელი, მაგრამ არგენტინელებს და შვედებს თავიანთი სურვილი განსაზღვრულ ვადებში არ დაურეგისტრირებიათ და ფიდემ მორიგი ოლიმპიადის მასპინძლად ისრაელი აირჩია. ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია მთელ რიგ ქვეყნებში. თავიდანვე უარი თქვეს ისრაელში თამაშზე არაბულმა ქვეყნებმა, ხოლო ლიბიამ იმავე ვადებში საერთოდ ალტერნატიული ოლიმპიადის ჩატარება გადაწყვიტა და ჩაატარა კიდეც (მონაწილეობდა 34 ქვეყნის ნაკრები გუნდი). სსრ კავშირის საჭადრაკო ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიდეს, რათა მას სხვა ქვეყანაში გადაეტანა ოლიმპიადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ სსრ კავშირმა და სოციალისტური სამყაროს სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე. იმ გუნდების (სსრკ, უნგრეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი) არყოფნამ, რომლებიც ბოლო ოლიმპიადებზე ამინდს ქმნიდნენ ვაჟთა ოლიმპიადებზე, რაღა თქმა უნდა, არასრულფასოვნების განცდას ტოვებდა ჭადრაკის მოყვარულებში და სპეციალისტებში. ტურნირის მთავარი სიახლე იყო ის, რომ იგი შვეიცარული სისტემით ტარდებოდა. ბოლო წლებში მონაწილეთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა, სულ უფრო და უფრო ზრდიდა ტურნირის ჩატარების ხარჯებს. ამიტომაც ორჭოფობდნენ ქვეყნები ოლიმპიადის მიღება-არმიღებაზე. ფიდეს უნდოდა რა შეენარჩუნებინა უძლიერესებთან სუსტების ასპარეზობის საშუალება, შვეიცარული სისტემით გადაწყვიტა ხაიფის ოლიმპიადის ჩატარება. ეს სისტემა სრულყოფილი ნამდვილად არაა, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა. ელოს გუნდური კოეფიციენტების გამოთვლის შემდეგ, ტურნირის მთავარი ფავორიტები ამერიკელები, ნიდერლანდელები, არგენტინელები, გერმანელები და საკმაოდ მომძლავრებული ინგლისელები იყვნენ. ასეც მოხდა. საბოლოოდ სწორედ ეს გუნდები მოხვდნენ პირველ ხუთეულში. თავიდან დაწინაურდნენ გერმანელები, რომელთაც ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულა ჰქონდათ. მეხუთე ტურში გერმანელები არგენტინელებთნ დამარცხდნენ და ლიდერობა 15 ქულით ამერიკელებმა იგდეს ხელთ. მეექვსე ტურში ინგლისელებმა ამერიკელები დაამარცხეს და 17,5 ქულით თავად გახდნენ ლიდერები. მეშვიდე ტურში სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი, ნიდერლანდების ნაკრები, ჩაუდგა სათავეში. იან ტიმანის თავკაცობით ნიდერლანდელები თანდათან ზრდიდნენ უპირატესობას და მეათე ტურის შემდეგ უკვე 2,5 ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს, ინგლისისა და ამერიკის ნაკრებ გუნდებს. ჩემპიონობის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეთერთმეტე ტურში ამერიკელებმა 4-0 მოუგეს შვეიცარიელებს, ნიდერლანდელებმა კი მხოლოდ 2 ქულა აიღეს გერმანელებთან და სხვაობა მხოლოდ ნახევარი ქულა დარჩა. მეთორმეტე ტურში ეს სხვაობაც გაქრა და ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 33,5 ქულა ჰქონდა. ნახევარი ქულით უკან იყვნენ ინგლისელები. პირველად ბრინჯაოს მედლებს გამოუჩდნენ მფლობელები. ინგლისელებმა 2,5-1,5 მოუგეს ავსტრიელებს და 35,5 წულით დაამთავრეს ასპარეზობა. ოქროს მედლების ბედი აშშ - უელსის და ნიდერლანდები - ფინეთის შეხვედრებში უნდა გარკვეულიყო. უფრო გამოცდილ ამერიკელებს უფრო მაგარი ნერვები აღმოაჩნდათ. მათ უელსელებთნ შეხვედრაში 3,5 ქულას მოუყარეს თავი. ამასობაში ნიდერლანდელებმა 2,5 ქულა აიღეს ფინელებთან გამართულ სამ პარტიაში. დაახლოებით თანაბარ პოზიციაში გადაიდო კუიპერს - სარენის პარტია. ნიდერლანდელის გამარჯვების შემთხვევაში, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო, ჩემპიონები ის და მისი თანაგუნდელები ხდებოდნენ. ამიტომაც კიდევ სამჯერ მიუსხდნენ მოჭადრაკეები დაფას და საერთო ჯამში 14 საათიანი ბრძოლის შემდეგ, 111-ე სვლაზე დაფიქსირდა ყაიმი. ამ შედეგმა ოლიმპიური ჩემპიონები ამერიკელები გახადა, რომლებმაც 39-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 48 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 13 ტურად.

20.ფილიპინების დროშა ფილიპინები, 21.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, 22.ისლანდიის დროშა ისლანდია,

  • 26,5 ქულა

23.ვენესუელის დროშა ვენესუელა, 24.დროშა: ბელგია ბელგია, 25.დროშა: დანია დანია,

  • 26 ქულა

27.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა, 28.ურუგვაის დროშა ურუგვაი, 29.ჰონდურასის დროშა ჰონდურასი,

  • 25,5 ქულა

30.ტაილანდის დროშა ტაილანდი, 31.დროშა: ირანი ირანი, 32.კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა, 33.დროშა: შოტლანდია შოტლანდია,

  • 25 ქულა

34.გერნზის დროშა გერნზი, 35.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია,

  • 24,5 ქულა

36.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 37.გვატემალის დროშა გვატემალა, 38.იაპონიის დროშა იაპონია, 39.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, 40.დროშა: ბოლივია ბოლივია,

  • 24 ქულა

41.ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები,

  • 23 ქულა

42.ანდორის დროშა ანდორა,

  • 22 ქულა

43.მონაკოს დროშა მონაკო,

  • 21,5 ქულა

44.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები,

  • 18 ქულა

45.პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა,

  • 15,5 ქულა

46.აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,

  • 13,5 ქულა

47.ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები,

  • 7,5 ქულა

48.ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დროშა ნიდერლანდების ანტილის კუნძულები,

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ბირნი 7 (+5=4-1), ლუბომირ კავალეკი 4,5 (+3=3-2), ლარი ევანზი 7 (+5=4-0), ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი 4 (+3=2-2), უილიამ ლომბარდი 7 (+6=2-1), კიმ კომონსი 7,5 (+6=3-0).

იან ტიმანი 8,5 (+6=5-0), გენადი სოსონკო 6 (+4=4-0), იან დონერი 6 (+4=4-1), ჰანს რეე 4,5 (+3=3-2), გერტ ლაგტერნიკი 6,5 (+5=3-1), ფრანსუაზ კუიპერსი 5 (+4=2-1).

ენტონი მაილსი 9 (+6=6-0), რაიმონდ კინი 7 (+4=6-0), უილიამ ჰარტსონი 6,5 (+5=3-1), მიქაელ სტინი 5,5 (+3=5-0), ენდრიუ მესტელი 3 (+2=2-2), ჯონ ნანი 4,5 (+4=1-2).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
იან ტიმანი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 8,5 11 77,3
უილიამ ჰუკი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები 10 13 76,9
ენტონი მაილსი დროშა: ინგლისი ინგლისი 9 12 75,0
პეტერ ბაიასასი დროშა: კანადა კანადა 7,5 10 75,0
მეორე დაფა ქვეყანა %
გენადი სოსონკო დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 6 8 75,0
ბელა ტოტი იტალიის დროშა იტალია 8,5 12 70,8
რაიმონდ კინი დროშა: ინგლისი ინგლისი 7 0 70,0
მესამე დაფა ქვეყანა %
მარსელო კარიონი დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 9 11 81,8
მიგელ კინტეროსი დროშა: არგენტინა არგენტინა 10,5 13 80,8
ლარი ევანზი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7 9 77,8
ვერნონ სმალი დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია 7 9 77,8
მეოთხე დაფა ქვეყანა %
მიქაელ სტინი დროშა: ინგლისი ინგლისი 5,5 8 68,8
ჯონ კუპერი დროშა: უელსი უელსი 15,5 18 65,0
ანდრეას ჰუსი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 6,5 10 65,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ბორის დე გრეიფი დროშა: კოლუმბია კოლუმბია 5,5 7 78,6
უილიამ ლომბარდი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7 9 77,8
მაგნუს ვალბომი დროშა: შვედეთი შვედეთი 6,5 9 72,2
გერტ ლაგტერნიკი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 6,5 9 72,2
ჯორჯ ფილიპი ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 6,5 9 72,2
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
კიმ კონონსი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7,5 9 83,3
პაულ დელანეი დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია 6,5 9 72,2
ფრანსუაზ კუიპერსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 5 7 71,4
ლუის ბრონშტეინი დროშა: არგენტინა არგენტინა 5 7 71,4

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва.2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]