გარი კასპაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარი კასპაროვი

გარი კიმის ძე კასპაროვი (დ. 13 აპრილი, 1963, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — ჭადრაკის დიდოსტატი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, მწერალი, პოლიტიკური აქტივისტი. უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის იყო ყველა დროის ყველაზე ძლიერი მოჭადრაკე. ბოლო 20 წლის განმავლობაში რანგით პირველი მოჭადრაკე, კასპაროვი 1985 წლიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, თუმცა 2000 წელს იგი ვლადიმერ კრამნიკმა დაამარცხა. მას ასევე მოპოვებული აქვს საჭადრაკო ოსკარი 11-ჯერ - 1982, 83, 85, 86, 87, 88, 95, 96, 99, 2001 და 2002 წლებში.

გარი კასპაროვის დაბადების სახელია გარი ვაინშტაინი და წარმოშობით ბაქოდანაა, აზერბაიჯანი, სომეხი დედითა და ებრაელი მამით. ჭადრაკის სერიოზული შესწავლა მცირე ასაკიდან დაიწყო მშობლების ხელშეწყობით. შვიდი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და გარი დედის გვარზე გადავიდა. დედის ნამდვილი გვარი კასპარიანი იყო, რომელიც მოგვიანებით რუსულ ყაიდაზე კასპაროვად გადაკეთდა.

კასპაროვმა პროფესიონალური ჭადრაკიდან წასვლა ოფიციალურად 2005 წლის 10 მარტს გამოაცხადა და ნაცვლად პოლიტიკას მიჰყო ხელი, მისი თქმით „ვლადიმერ პუტინის ოპოზიციაში“. ის ერთ-ერთი წამყვანი წევრია მოძრაობის "კომიტეტი 2008: თავისუფალი არჩევანი" - ლიბერალური ოპოზიციის ლიდერთა გაერთიანება. ჟურნალი ატლანტიკ მანზლის 2005 წლის დეკემბრის გამოშვების თანახმად კასპაროვი კენჭს იყრიდა პუტინის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: