შინაარსზე გადასვლა

საჭადრაკო ოლიმპიადა 1935

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეექვსე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1935 წლის 16–31 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ტურნირში 20 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.

ტურნირის მსვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარშავაში გამართულ ოლიმპიადაზე თავი მოიყარა ახალგაზრდა მოჭადრაკეთა იმ თაობამ, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ჭადრაკის ელიტას შეადგენდა. ფავორიტებად მასპინძელი პოლონელები, უნგრელები და შვედები ითვლებოდნენ. აშშ-ის ნაკრების შანსები შედარებით დაბალი ჩანდა, რადგან მათ აკლდათ ორი ლიდერი: სამუელ რეშევსკი და ისააკ კეჟდენი.

ასპარეზობის დასაწყისში შვედეთის ნაკრებმა მძლავრი სტარტი აიღო და მე-11 ტურის შემდეგ საგრძნობლად უსწრებდა მდევრებს. თუმცა, ტურნირის მეორე ნახევარში შვედებმა ტემპი შეანელეს, რითაც ისარგებლეს ამერიკელებმა და პოლონელებმა. აშშ-ის ნაკრების გამარჯვება ბოლო დაფებზე არტურ დეიკისა და ისრაელ ჰოროვიცის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. არტურ დეიკმა ფენომენალური შედეგი აჩვენა — 15½ ქულა 18-დან.

აშშ-ის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჰამილტონ-რასელის თასი. დაძაბული ბრძოლა წარიმართა მეორე ადგილისთვის, სადაც შვედებმა ბოლო ტურში გადაასწრეს პოლონელებს.

ოლიმპიადის პარალელურად გაიმართა ფიდე-ს კონგრესი, სადაც განიხილეს გერმანიის წინადადება 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადის ფარგლებში საჭადრაკო ტურნირის ჩატარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ფიდე-დან გამოსული იყო, ქვეყნებს მიეცათ უფლება თავად გადაეწყვიტათ მონაწილეობის საკითხი. მიუნხენის 1936 წლის ტურნირი არაოფიციალურად ჩაითვალა და ფიდე-ს ოფიციალურ ოლიმპიადებს შორის არ ფიგურირებს.

ტექნიკური შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ადგილიქვეყანაქულა
1აშშ-ის დროშა აშშ54
2შვედეთის დროშა შვედეთი52½
3პოლონეთის დროშა პოლონეთი52
4უნგრეთის დროშა უნგრეთი51
5ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია49
6იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია45½
7ავსტრიის დროშა ავსტრია43½
8არგენტინის დროშა არგენტინა42
9ლატვიის დროშა ლატვია41
10საფრანგეთის დროშა საფრანგეთი38
11ესტონეთის დროშა ესტონეთი37½
12ინგლისის დროშა ინგლისი37
13ფინეთის დროშა ფინეთი35
14ლიეტუვის დროშა ლიეტუვა34
15პალესტინის დროშა პალესტინა32
16დანიის დროშა დანია31½
17რუმინეთის დროშა რუმინეთი27½
18იტალიის დროშა იტალია24
19შვეიცარიის დროშა შვეიცარია21
20ირლანდიის დროშა ირლანდია12
ქვეყანა 123456789101112131415ქულა
1 უნგრეთის დროშა უნგრეთი 133343340
2 დანიის დროშა დანია 321233438½
3 დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი 3322336½
4 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 21322421235
5 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1½11434½
6 გერმანიის დროშა გერმანია 12233334
7 ავსტრიის დროშა ავსტრია 123334
8 შვეიცარიის დროშა შვეიცარია 112232
9 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 03½21233230
10 იტალიის დროშა იტალია 122½123328½
11 შვედეთის დროშა შვედეთი ½031134328
12 არგენტინის დროშა არგენტინა ½1202327
13 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 11312½201324½
14 ფინეთის დროშა ფინეთი ½2½11½½1112321½
15 ბელგიის დროშა ბელგია ½212½½211121½
16 ესპანეთის დროშა ესპანეთი ½01011112½1½214½

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილიქვეყანამოჭადრაკეები (ქულები)
ჩემპიონიაშშ-ის დროშა აშშროიბნ ფაინი 9, ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7½, აბრაჰამ კუპჩიკი 10, არტურ დეიკი 15½, ისრაელ ჰოროვიცი 12
ვერცხლის მფლობელიშვედეთის დროშა შვედეთიგედეონ შტალბერგი 11½, გოსტა შტოლცი 12, ერიკ ლუნდინი 13½, გოსტა დანიელსონი 15, ერნსტ ლარსონი ½
3პოლონეთის დროშა პოლონეთისაველი ტარტაკოვერი 11½, პაულინ ფრიდმანი 11½, მიგელ ნაიდორფი 12, ჰენრიკ ფრიდმანი 7½, კაზიმეჟ მაკარჩიკი 9½

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაფამოჭადრაკექვეყანაქულაპარტია%
Iსალო ფლორიჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია131776,5
IIანდორ ლილიენტალიუნგრეთის დროშა უნგრეთი151978,9
IIIერიხ ელისკაზესიავსტრიის დროშა ავსტრია151978,9
IVარტურ დეიკიაშშ-ის დროშა აშშ15½1886,1
სათ.ისრაელ ჰოროვიციაშშ-ის დროშა აშშ121580,0
  • ქურდობაძე ა., მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადები, თბ., 2023.
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]