საჭადრაკო ოლიმპიადა 1970

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

5 - 27 სექტემბერი 1970 ზიგენი, გერმანია

დასავლეთგერმანული ეს პატარა ქალაქი აქმადე მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ სწორედ აქ დაიბადა ცნობილი ფერმწერი პეტერ პაულ რუბენსი, ახლა კი ეს ქალაქი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობდა. ზიგენში 63 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ეკვადორის, ვენესუელის და საფრანგეთის გუნდებს ტურნირში გამოსვლის ნება არ დართო, განაცხადის ვადაზე გვიან შემოტანის გამო. ტურნირი ,,ზიგენლანდჰალეს’’ ვეებერთელა დარბაზში ტარდებოდა, სადაც კომფორტულად იყო განლაგებული 120 მაგიდა. ფიცარნაგზე ყოფნის უფლება მხოლოდ მოჭადრაკეებს, მსაჯებს და გუნდების კაპიტნებს ჰქონდათ. გერმანელები ჩვეული პედანტიზმით იცავდნენ ამ წესს და ერთხელ ეს ფიცარნაგი ფიდეს პრეზიდენტსაც დაატოვებინეს.

მთავარი ფავორიტები კვლავ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონი, ბორის სპასკი თავკაცობდა. ძიერი გუნდები ჰყავდათ უნგრელებს (მათ გუნდში დებიუტი ჰქონდა ზოლტან რიბლის), იუგოსლავიელებს და ჩეხებს. დიდი მიზენები ჰქონდა ამერიკელებსაც, რომლებმაც როგორც იქნა დაიყოლიეს რობერტ ფიშერი თამაშზე. სახელმოხვეჭილი, მაგრამ უკვე ხანდაზმული მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული არგენტინის ნაკრები. სიურპრიზების შემოთვაზება შეეძლოთ გფრ-ს, ბულგარეთის და გდრ-ს გუნდებსაც.

გუნდების ქვეჯგუფებში დასაყოფად პირველად გამოიყენეს კომპიუტერი (ადრე გუნდების კაპიტნები წერდნენ გუნდების სიძლიერის თავთავიანთ ვარიანტს და შემდეგ მსაჯთა კოლეგიას ამ ვარიანტებიდან გამოყავდა საშუალო ვარიანტი), რომელშიც წინა ხუთი ოლიმპიადის შედეგები იქნა შეყვანილი. უნდა ითქვას, რომ კომპიუტერმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და გუნდები ქვეჯგუფებში ძირითადად თანაბრად გადაანაწილა. ნახევარფინალებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფინალურ ტურნირში უძიერესები გავიდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა კიდეც. ამერიკელებმა საერთოდ წააგეს გდრ-ის გუნდთან და მხოლოდ ნახევარი ქულით აჯობეს ნიდერლანდელებს. ასევე ნახევარი ქულით აჯობეს ბენტ ლარსენს და კომპანიას უნგრელებმა. თავის ტრადიციებზე სუსტად გამოვიდნენ ინგლისელები, შვედები და პოლონელები.

ფინალში ბრძოლა დაძაბული გამოდგა. მესამე ტურის შემდეგ ლიდერობდა უნგრეთის გუნდი. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები და ქულით - იუგოსლავიელები და ამერიკელები. მეშვიდე ტურში უნგრელები დამარცხდნენ იუგოსლავიელებთან. ამით კარგად ისარგებლეს საბჭოელებმა, მათ 3 ქულა აართვეს გდრ-ს და პირველად დაწინაურდნენ. შემდგომში საბჭოთა მოჭადრაკეებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისათვის. აქ სხვაობა სულ ნახევარ ქულას შეადგენდა. ბოლო ტურში უნგრელებმა 3-1 მოუგეს გდრ-ს გუნდს. იუგოსლავიელებმა მხოლოდ 2,5 ქულა აიღეს არგენტინელებთან შეხვედრაში და მესამე ადგილს დასჯერდნენ. მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგოთ ამერიკელებს. ოკეანისგაღმელებმა მთლად კარგად ვერ ითმაშეს ფინიშზე (მხოლოდ 5,5 ქულა მერვე-მეათე ტურებში) და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 60 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ექ ვს ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C, D და E ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXIV, XXV-XXXVI, XXXVII-LXVIII და LXIX-LX ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIX-LX ადგილები

49.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია - 36 50.როდეზიის დროშა როდეზია - 28 51.დროშა: თურქეთი თურქეთი - 28 52.მალტის დროშა მალტა - 27,5 53. ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი - 26 54.დროშა: მაროკო მაროკო - 25 55.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები - 19 56.დროშა: ანდორა ანდორა - 18 57.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 16 58.დროშა: ამერიკის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 15 59.გერნზის დროშა გერნზი - 13 60.მონაკოს დროშა მონაკო - 12,5

  • XXXVII-XLVIII ადგილები

37.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 29,5 38.დროშა: ალბანეთი ალბანეთი - 28 39.დროშა: პერუ პერუ - 27,5 40.დროშა: სინგაპური სინგაპური - 26,5 41.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 24,5 42.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 23,5 43.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 22,5 44.მექსიკის დროშა მექსიკა - 21 45.ლიბანის დროშა ლიბანი - 17 46.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 15,5 47.დროშა: იაპონია იაპონია - 15 48.დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა - 13,5

  • XXV-XXXVI ადგილები

25.დროშა: ინგლისი ინგლისი - 30 26.დროშა: ფილიპინები ფილიპინები - 27,5 27.ისლანდიის დროშა ისლანდია - 26 28.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 25,5 29.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 24 30.იტალიის დროშა იტალია - 22,5 31.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 20,5 32.დროშა: ირანი ირანი - 19 33.დროშა: ბელგია ბელგია - 18,5 34.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 18,5 35.დროშა: ტუნისი ტუნისი - 17,5 36.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 14,5

  • XIII-XXIV ადგილები

13. ისრაელის დროშა ისრაელი - 27. დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 25 15.დროშა: ავსტრალია ავსტრალია - 24,5 16.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 23,5 17.დროშა: შვედეთი შვედეთი - 23 18.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 23 19.დროშა: დანია დანია - 22 20.დროშა: ფინეთი ფინეთი - 21,5 21.დროშა: კუბა კუბა - 20 22.დროშა: ავსტრია ავსტრია - 19,5 23.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 18 24.დროშა: ინდონეზია ინდონეზია - 17

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის სპასკი 9,5 (+7=5-0), ტიგრან პეტროსიანი 10 (+6=8-0), ვიქტორ კორჩნოი 11 (+8=6-1), ლევ პოლუგაევსკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 8 (+5=6-0), ეფიმ გელერი 8 (+6=4-2),

ლაიოშ პორტიში 11 (+7=8-1), ლევენტ ლენდიელი 5,5 (+2=7-3), იშტვან ბილეკი 10 (+7=6-0), დიოჟე ფორინტოში 11,5 (+9=5-2), იშტვან ჩომი 10,5 (+8=5-1), ზოლტან რიბლი 4,5 (+3=3-1)

სვეტოზარ გლიგორიჩი 7,5 (+3=9-1), ბორესლავ ივკოვი 10 (+7=6-0), მილან მატულოვიჩი 13 (+10=6-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 10 (+8=4-0), (+9=9-0), ბრუნო პარმა 7 (+3=8-1), დრაგოლუბ მინიჩი 7,5 (+6=3-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ბორის სპასკი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2
რობერტ ფიშერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 10 13 76,9
ბენტ ლარსენი დროშა: დანია დანია 13 17 76,5
მეორე დაფა ქვეყანა %
ბორესლავ ივკოვი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 10 13 76,9
ტუდევ უიუტმენი დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი 13,5 18 75,0
ლოტარ შმიდტი დროშა: გერმანია გერმანია 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
უილიამ ჰარტსონი დროშა: ინგლისი ინგლისი 12,5 16 78,1
მილან მატულოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 13 17 76,5
ვიქტორ კორჩნოი დროშა: სსრკ სსრკ 11 15 73,3
კრისტიან ლანგევეგი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 11 15 73,3
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრ მატანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 10 12 83,3
იან სმეიკალი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 13 17 76,5
ლევ პოლუგაევსკი დროშა: სსრკ სსრკ 9 12 75,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
უილიამ ლომბარდი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 11 14 78,6
იშტვან ჩომი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10,5 14 75,0
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 8 11 72,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სამუელ ესტიმო ფილიპინების დროშა ფილიპინები 8 10 80,0
იგრემ კონცი დროშა: ალბანეთი ალბანეთი 7 10 70,0
ლეიფ ოგარდი დროშა: ნორვეგია ნორვეგია 7,5 11 68,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]