საჭადრაკო ოლიმპიადა 1958
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1958}} |
30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი 1958 მიუნხენი, გერმანია
დასავლეთგერმანული ქალაქი თავისი დაარსების 800 წლისთავს აღნიშნავდა. სხვა საზეიმო ღონისძიებების რიგში უმთავრესი ადგილი ეკავა XIII საჭადრაკო ოლიმპიადას. მიუნხენში 36 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. 37 წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ესპანელი მოჭადრაკეები. ჩამოვიდნენ ამერიკელებიც. 15 წლის რობერტ ფიშერი, რომელსაც საზონათაშორისო ტურნირში წარმატებით გამოსვლისათვის ოლიმპიადის წინ მიენიჭა დიდოსტატის წოდება, დაღლილობის მომიზეზებით გუნდს მიუნხენში არ ჩამოყვა. პირველად თამაშობდნენ ოლიმპიადაზე მიხეილ ტალი და ტიგრან პეტროსიანი. ისინი საბჭოთა გუნდში სათადარიგოებად იყვნენ გამწესებულნი.
როდესაც გუნდში ისეთი მოჭადრაკეები გყავს, რომ ტალს და პეტროსიანს სათადაროგოებად უწევთ თამაში, ტურნირის მოგება ძნელი არ უნდა იყოს. ასეც მოხდა. საბჭოთა გუნდმა დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და დამსახურებულად მიიღო ჰამილტონ-რასელის თასი. ყველა საბჭოთა მოჭადრაკემ მიიღო მცირე ოლიმპიური მედალი (მათ შორის ოთხი ოქროს) საკუთარ დაფაზე წარმატებისათვის.
ტურნირი ეროვნული მუზეუმის კონგრესების დარბაზში ჩატარდა. ქვეჯგუფებში ძირითადად ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, თუმცა იყო სიურპრიზებიც. მეორე ჯგუფში მოულოდნელად გაიმარჯვა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამერიკელები. მთავარი სიურპრიზი კი უნგრელთა წარუმატებლობა იყო. მესამე ჯგუფში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს არგენტინელებმა, აღმოსავლეთ გერმანელებმა და ინგლისელებმა გაასწრეს და მეორე ფინალურ ჯგუფში ,,დაულოცეს’’ გზა.
ფინალური ტურნირი საბჭოელების უპირატესობით წარიმართა. მათ მართლია ფრედ დაამთვრეს მატჩები იუგოსლავიელებთან, არგენტინელებთან და ამერიკელებთან, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუყენებიათ თავისი გამარჯვება ეჭვის ქვეშ. თავის მხრივ, იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი და ბრძოლა ძირითადად მესამე ადგილისათვის მიდიოდა. ამერიკელები ზედმეტმა მშვიდობისმოყვარეობამ დაღუპა (6 ფრე ფინალში) და ისინი ამ ბრძოლაში არგენტინელებს ქულანახევრით ჩამორჩნენ.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 36 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXXVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1.
სსრკ - 27 2.
ბულგარეთი - 21,5 3.
ავსტრია - 21 4.
ნიდერლანდები - 20,5 5.
დანია - 16,5 6.
საფრანგეთი - 14,5 7.
იტალია - 11 8.
პუერტო-რიკო - 10 9.
ირლანდია - 4
- II ჯგუფი: 1.
ესპანეთი - 23,5 2.
აშშ - 23 3.
გერმანია - 22 4
ფინეთი - 15,5 5.
ისლანდია - 15,5 6.
ისრაელი - 15 7.
ნორვეგია - 11,5 8.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 10,5 9.
ირანი - 7,5
- III ჯგუფი: 1.
არგენტინა - 23 2.
გდრ - 21 3.
ინგლისი - 20 4.
უნგრეთი - 19,5 5.
პოლონეთი - 19 6.
კოლუმბია - 16,5 7.
ფილიპინები - 12,5 8.
შოტლანდია - 10 9.
ლიბანი - 2,5
- IV ჯგუფი: 1.
ჩეხოსლოვაკია - 25 2.
იუგოსლავია - 24 3.
შვეიცარია - 20 4.
კანადა - 19 5.
შვედეთი - 18,5 6.
ბელგია - 10,5 7.
პორტუგალია - 10 8.
ტუნისი - 9,5 9.
საბერძნეთი - 7,5
მეორე ეტაპი
- XXV-XXXVI ადგილები
25. ნორვეგია - 30 26.
ფილიპინები - 29,5 27.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 28 28.
იტალია - 19 29.
შოტლანდია - 25,5 30.
საბერძნეთი - 25 31.
პორტუგალია - 23 32.
ირანი - 20 33.
პუერტო-რიკო - 14,5 34.
ირლანდია - 14,5 35.
ტუნისი - 14 36.
ლიბანი - 13,5
- XIII-XXIV ადგილები
13. უნგრეთი - 31 14.
ნიდერლანდები - 28,5 15.
კანადა - 24,5 16.
კოლუმბია - 24,5 17.
ისრაელი - 23,5 18.
დანია - 23 19.
პოლონეთი - 22,5 20.
შვედეთი - 21 21.
ფინეთი - 19 22.
ისლანდია - 18 23.
საფრანგეთი - 15 24.
ბელგია - 13,5
I-XII ადგილები
- 1.
სსრკ - 34,5
- 2.
იუგოსლავია - 29
- 3.
არგენტინა - 25,5
- 4.
აშშ - 24
- 5.
ჩეხოსლოვაკია - 22
- 6.
გდრ - 22
- 7.
გერმანია - 22
- 8.
შვეიცარია - 19
- 9.
ესპანეთი - 17,5
- 10.
ბულგარეთი - 17
- 11.
ინგლისი - 16
- 12.
ავსტრია - 15,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხეილ ბოტვინიკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 9,5 (+7=5-0), პაულ კერესი 9,5 (+7=5-0), დავიდ ბრონშტეინი 9,5 (+7=5-0), მიხეილ ტალი 13,5 (+12=3-0), ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+8=5-0)
სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+9=6-0), ალექსანდრ მატანოვიჩი 9,5 (+7=5-1), ბორისლავ ივკოვი 9,5 (+7=5-3), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7(+5=4-2), ბოჟიდარ ჯურაშევიჩი 6,5 (+3=7-1), ანდრია ფუდერერი 8,5 (+8=1-2).
ჰერმან პილნიკი 9 (+5=8-2), ოსკარ პანო 12 (+8=8-0), ერიკ ელისკაზესი 10,5 (+5=11-1), როდოლფო რედოლფი 5 (+3=4-2), რაულ სანგინეტი 9,5 (+7=5-3), ხაიმე ემმა 2,5 (+2=1-1)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სვეტოზარ გლიგორიჩი | ![]() |
12 | 15 | 80,0 |
მაქს ეივე | ![]() |
8,5 | 11 | 77,3 |
მიხეილ ბოტვინიკი | ![]() |
9 | 12 | 75,0 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ფრენკ ანდერსონი | ![]() |
13 | 17 | 76,5 |
ვასილი სმისლოვი | ![]() |
11,5 | 16 | 71,9 |
ოსკარ პანო | ![]() |
11,5 | 16 | 71,9 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
პაულ კერესი | ![]() |
9,5 | 12 | 79,2 |
ირჟი ფიხტი | ![]() |
12,5 | 17 | 73,5 |
მილტონ ბორხა | ![]() |
13,5 | 19 | 71,1 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
დავიდ ბრონშტეინი | ![]() |
9,5 | 12 | 79,2 |
ლარი მელვილ ევანზი | ![]() |
11,5 | 16 | 71,9 |
შანდორ ნილსონი | ![]() |
11 | 16 | 68,8 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ტალი | ![]() |
13,5 | 15 | 90,0 |
გიორგი ტრინგოვი | ![]() |
7 | 10 | 70,0 |
ნიკოლას როსოლიმო | ![]() |
10 | 15 | 66,7 |
ჰეიე კრამერი | ![]() |
8 | 10 | 66,7 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტიგრან პეტროსიანი | ![]() |
10,5 | 13 | 80,8 |
დიოჟე ფორინტოში | ![]() |
10,5 | 13 | 80,8 |
ანდრია ფუდერერი | ![]() |
8,5 | 11 | 77,3 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|