შინაარსზე გადასვლა

გერნზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გერნსი)
ბეილივიკი გერნზი
ინგლ. Bailiwick of Guernsey
ფრანგ. Bailliage de Guernesey
ნორმანდ. Bailliage dé Guernésy
გერნზი
გერნზის
ჰიმნი: ინგლ. "God Save the King"[]

არაოფიციალური: ლათ. "Sarnia Cherie"
ძვირფასო სარნია
სტატუსი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა
დედაქალაქი
და
სენტ-პიტერ-პორტი
49°27′ ჩ. გ. 02°33′ დ. გ. / 49.450° ჩ. გ. 2.550° დ. გ. / 49.450; -2.550
ოფიციალური ენა ინგლისური, ფრანგული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  ლეიტენანტ-გუბერნატორი რიჩარდ კრიპველი
 -  ბეილიფი რიჩარდ მაკმაჰონი
ფართობი
 -  სულ 78 კმ2 (223-ე)
მოსახლეობა
 -  2016 შეფასება 67 334[2] (206-ე)
 -  სიმჭიდროვე 844 კაცი/კმ2 (მე-14)
მშპ (მუპ) 2003 შეფასება
 -  სულ $2.1 მილიარდი (176-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე £33 123 (37-ე)
აგი (2008)0.975[3]
ძალიან მაღალი · მე-9
ვალუტა გირვანქა სტერლინგი, გერნზის გირვანქა (GBP, £)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +44
ISO 3166 კოდი GG
ინტერნეტ-დომენი .gg

გერნზი (ინგლ. Guernsey, ფრანგ. Guernesey) — დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა ლა-მანშის სრუტეში (წმ. მალოს ყურეში), 130 კმ-ში დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაპირიდან და 48 კმ-ში საფრანგეთის ნაპირებიდან; გვირგვინის მიწის მთავარი ტერიტორიაა ნორმანდიის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძული გერნზი, კუნძულ ჰერნთან და სხვა მცირე ახლომდებარე კუნძულებთან ერთად, ხოლო კუნძული ოლდერნი, მიმდებარე მცირე კუნძულებითურთ და სარკი, ასევე მიმდებარე მცირე კუნძულებით, გარკვეული ავტონომიებით სარგებლობენ.

გვირგვინის მიწის ფართობი შეადგენს 78 კმ²-ს, მოსახლეობა 2016 წლის შეფასებით — 67 334 კაცს. დედაქალაქია სენტ-პიტერ-პორტი. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, ხოლო ადგილობრივები სასაუბროდ იყენებენ ასევე ნორმანდიულ ენის ადგილობრივ, გერნზულ დიალექტს.

გერნზის ტერიტორია სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას, მაგრამ გააჩნია ავტონომიური თვითმმართველობა. ფულის ერთეულია გერნზის ფუნტი, კურსით იგი უტოლდება ბრიტანულ ფუნტს (რომელიც ასევე თავისუფალ მიმოქცევაშია კუნძულზე). გერნზის ეკონომიკაში დომინირებს ფინანსური სექტორი, აქ გაუქმებულია სავალუტო კონტროლი, გამარტივებულია ბიზნეს ოპერაციები და მოქმედებს მარტივი საგადასახადო სისტემა, დიდი ყურადღება ექცევა საბანკო კონფიდენციალობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას (ოფშორული ზონა).

933 წლიდან ნორმანდიის კუნძულები შევიდა ნორმანდიის სამეფოს მმართველობაში. 1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგი საკუთარ ჯარს განალაგებს სასექსში და იკურთხება მეფე უილიამ I-ად. ნორმანდიის საგრაფო, ნორმანდიის კუნძულების ჩათვლით, გაერთიანდა ინგლისის და ნორმანდიის კომბინირებულ სამეფოდ. 138 წლის შემდეგ მეფე ჯონი კარგავს ნორმანდიის უმეტეს ნაწილს, მაგრამ ნორმანდიის კუნძულები რჩება ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ. ამ დროისთვის გერნზში მოქმედებს საკუთარი მმართველობითი სისტემა და განვითარებულია პარლამენტარიზმის ინსტიტუტი, დღეისთვისაც ამ ტერიტორიაზე ტრადიციული თვითმმართველობა არსებობს. საკუთარი პარლამენტები აქვთ ასევე გერნზის ავტონომიურ ერთეულებს — ოლდერნს და სარკს.

ციხესიმაგრე კორნეტი გერნზიზე

1993 წლიდან ხორციელდება გერნზის სამხედრო ფასეულობების დაცვის პროგრამა. გერნზის სანაპიროებზე განლაგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ფორტი, სამეთვალყურეო კოშკი, როგორც სამხედრო წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლები. კუნძულების გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის განაპირობებდა გერნზის სამხედრო სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. National Anthem. ციტირების თარიღი: 10 April 2024
  2. Guernsey - The World Factbook (14 November 2022).
  3. Filling Gaps in the Human Development Index დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine. , United Nations ESCAP, February 2009


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2