საჭადრაკო ოლიმპიადა 1930

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

13 - 27 ივლისი 1930 ჰამბურგი, გერმანია

1930 წელს ჰამბურგის საჭადრაკო კლუბს 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფიდემ გადაწყვიტა მორიგი ოლიმპიადა სწორედ ამ ქალაქში ჩაეტარებინა. გერმანიის ამ ქალაქში ბრძოლაში 18 ქვეყნის ნაკრები ჩაება. ჰამბურგში იმდროინდელი მთელი საჭადრაკო ელიტა ჩამოვიდა. არ იყვნენ მხოლოდ მსოფლიოს ექს-ჩემპიონები, ემანუილ ლასკერი და ხოსე რაულ კაპაბლანკა. ლასკერი ამ დროისათვის სერიოზულ ტურნირებში თითქმის აღარ თამაშობდა, ხოლო კაპაბლანკა იმ უბრალო მიზეზით არ იყო რომ, კუბა საჭადრაკო ოლიმპიადებში ჯერ კიდევ არ მონაწილეობდა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მსოფლიოს ჩემპიონის, ალექსანდრე ალიოხინის გამოსვლა, რომელიც საფრანგეთის გუნდს ედგა სათვეში. მსოფლიოს ჩემპიონმა მართლაც ჩემპიონურად ითამაშა, 9 პარტია მოიგო ცხრიდან, თუმცა უძლიერეს გუნდებთნ (პოლონეთი, აშშ, უნგრეთი), ფრანგები ალიოხინის გარეშე თამაშობდნენ. ტურნირის მთვარ ფავორიტად პოლონეთის ნაკრები ითვლებოდა, რომლის შემადგენლობაში აკიბა რუბინშტეინი, საველი ტარტაკოვერი და დავიდ პშეპიურკა თამაშობდნენ. ტრადიციულად ძლიერი გუნდი ჰყავდათ უნგრელებს, რომლებსაც კვლავ დაუბრუნდათ გეზა მაროცი. საინტერესო გუნდები ჰყავდათ ამერიკელებს , ავსტრიელებს და ჰოლანდიელებს.

კენჭისყრამ ინება და პირველივე ტურში ორი მთავარი ფავორიტი შეახვედრა ერთმანეთს. პოლონელებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს უნგრელებისაგან და 3,5-0,5 გაიმარჯვეს. ამ მარცხმა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები არ გატეხა და ორი-სამი ტურის შემდეგ ისინი კვლავ ოქროს მედლების მაძიებელთა შორის იყვნენ. შუა ტურნირში ამერიკელები დაწინაურდნენ, მაგრამ მე-12 ტურში ისინი მშრალად დამარცხდნენ ავსტრიელებთნ და ბრძოლას გამოეთიშნენ. ბოლო ტურის წინ უნგრელები ნახევარი ქულით უსწრებდნენ პოლონელებს. ბოლო ტურში ისინი ჰოლანდიელებთნ დამარცხდნენ, რითც კარგად ისარგებლეს პოლონელებმა. მათ ფინელებს სამნახევარი ქულა აართვეს და ოლიმპიური ჩემპონები გახდნენ. ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდნენ 17 წლის ერიგ ელისკაზესი (ავსტრია), 21 წლის სალო ფლორი (ჩეხოსლოვაკია), 20 წლის დანიელ ნოტებომი (ჰოლანდია). პირველი ორი მომავალში დიდოსტატები გახდნენ და მრავალ საერთაშორისო ტურნირებში გამოვიდნენ წარმატებით. ნოტებომი კი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდი ინტერესი გამოიწვია ოლიმპიადაზე მირ სულთნ-ხანის გამოსვლამ. ეს ინდოელი ერთ-ერთ მაჰარაჯას მსახურად ჩამოყვა ინგლისში და იქაურ ტურნირებში დაიწყო გამოსვლა. მოპოვებულმა წამატებებმა იგი ინგლისის ნაკრებში მოახვედრა და არც ოლიმპიადაზე შეურცხვენია თავი (11 ქულა 17-დან).

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 18 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიბა რუბინშტეინი 15 (13=4-0), საველი ტარტაკოვერი 12 (+9=3-2), დავიდ პშეპიურკა 9 (+7=4-2), კაზიმეჟ მაკარჩიკი 7,5 (+5=5-3), პაულინ ფრიდმანი 5 (+3=4-2)

გეზა მაროცი 8 (+6=4-2), შანდორ ტაკაჩი 8,5 (+6=5-1), არპად ვაიდა 9 (+7=4-3), კორნელ გავაში 12 (+10=4-0), ანდრე შტეინერი 9,5 (+7=5-2)

კარლ აჰუესი 7,5 (+4=7-3), ფრიდრიხ ზემიში 9,5 (+8=3-3), კარლ კარლსი 9,5 (+6=7-1), კურტ რიხტერი 7,5 (+6=3-3), ჰეინრიხ ვაგნერი 10,5 (+8=5-1).

საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა ქულა პარტია პროცენტი
1 აკიბა რუბინშტეინი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 15 17 88,2
2 სალო ფლორი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 14,5 17 85,3
3 ისააკ კეჟდენი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 14 17 82,4
4 ფრენკ ჯეიმზ მარშალი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 12,5 17 73,5
5 კორნელ გავაში დროშა: უნგრეთი უნგრეთი 12 14 85,7
6 საველი ტარტაკოვერი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 12 16 75,0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]