საჭადრაკო ოლიმპიადა 1928
მეორე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1928 წლის 21 ივლისიდან 5 აგვისტომდე ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში. ტურნირში 17 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. პირველი ოლიმპიადისგან განსხვავებით, ასპარეზობაში ჩაერთნენ აშშ-ისა და პოლონეთის გუნდები.
ტურნირის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად კვლავ უნგრეთის ნაკრები მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გუნდს აკლდა გეზა მაროცი და მთელი ტურნირი სათადარიგო მოთამაშის გარეშე ჩაატარეს. უნგრელებმა ტიტული დამაჯერებლად დაიცვეს და 4½ ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ აშშ-ის ნაკრებს.
აშშ-ის გუნდში ინდივიდუალურად საუკეთესო შედეგი აჩვენა 23 წლის ისააკ კეჟდენმა, რომელმაც 15 პარტიიდან 12 მოიგო. თუმცა, თანაგუნდელთა შედარებით დაბალი შედეგიანობის გამო, ამერიკელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს. მაშინ როდესაც უნგრეთის ნაკრები მატჩების უმრავლესობას დიდი ანგარიშით (3 ან 3½ ქულა) იგებდა, აშშ-ისა და პოლონეთის გუნდები ხშირად ფრედ ან მინიმალური უპირატესობით ასრულებდნენ შეხვედრებს. საბოლოოდ, მესამე ადგილი პოლონეთის ნაკრებმა დაიკავა.
ამ ოლიმპიადაზეც საუკეთესო მოჭადრაკეები გამოვლინდნენ არა დაფების, არამედ ჩატარებულ პარტიებში დაგროვილი საერთო ქულების მიხედვით.
ფიდე-ს კონგრესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპიადის პარალელურად გაიმართა ფიდე-ს მორიგი კონგრესი. დღის წესრიგში იდგა მოჭადრაკეთა დაყოფა პროფესიონალებად და მოყვარულებად. დელეგაციებმა ერთხმად მისცეს ხმა ამგვარი დისკრიმინაციული დაყოფის წინააღმდეგ, რითაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება ყველა მოჭადრაკეს თანაბრად ექნებოდა.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 17 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
| ადგილი | ქვეყანა | ქულა |
|---|---|---|
| 1 | 44 | |
| 2 | 39½ | |
| 3 | 37 | |
| 4 | 36½ | |
| 5 | 34 | |
| 6 | 34 | |
| 7 | 34 | |
| 8 | 33½ | |
| 9 | 31½ | |
| 10 | 31½ | |
| 11 | 31 | |
| 12 | 31 | |
| 13 | 31 | |
| 14 | 30 | |
| 15 | 26½ | |
| 16 | 25½ | |
| 17 | 13½ |
გუნდური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ადგილი | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | + | − | = | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | — | 1½ | 3 | 2 | 3½ | 2½ | 1½ | 3 | 3½ | 3 | 3 | 2½ | 2 | 2½ | 3 | 3½ | 4 | 12 | 2 | 2 | 44 | |
| 2 | 2½ | — | 1 | 3½ | 3½ | 2 | 2 | 1½ | 3 | 3 | 2 | 3 | 2½ | 2 | 2 | 3 | 3 | 9 | 2 | 5 | 39½ | |
| 3 | 1 | 3 | — | 1½ | 2 | 3 | 1 | 2½ | 2 | 3 | 2½ | 2½ | 2½ | 2 | 2 | 2½ | 4 | 9 | 3 | 4 | 37 | |
| 4 | 2 | ½ | 2½ | — | 3 | 1 | 2 | 2 | 3 | 2 | 1 | 3 | 3 | 3½ | 3 | 1½ | 3½ | 8 | 4 | 4 | 36½ | |
| 5 | ½ | ½ | 2 | 1 | — | 1 | 1½ | 3 | 1½ | 3 | 4 | 3 | 2½ | 3 | 2½ | 2 | 3 | 8 | 6 | 2 | 34 | |
| 6 | 1½ | 2 | 1 | 3 | 3 | — | 2½ | 1½ | 1½ | 1 | 1½ | 2 | 2 | 1 | 2½ | 4 | 4 | 6 | 7 | 3 | 34 | |
| 7 | 2½ | 2 | 3 | 2 | 2½ | 1½ | — | 1 | 1½ | 2 | 2½ | 1½ | 2 | 2 | 2½ | 1½ | 4 | 6 | 5 | 5 | 34 | |
| 8 | 1 | 2½ | 1½ | 2 | 1 | 2½ | 3 | — | 1½ | 1½ | 3 | 1½ | 3 | 3 | 1½ | 3 | 2 | 7 | 7 | 2 | 33½ | |
| 9 | ½ | 1 | 2 | 1 | 2½ | 2½ | 2½ | 2½ | — | 2 | 1½ | 2 | 1½ | 1½ | 2 | 3½ | 3 | 6 | 6 | 4 | 31½ | |
| 10 | 1 | 1 | 1 | 2 | 1 | 3 | 2 | 2½ | 2 | — | 1 | 2½ | 1 | 3 | 2½ | 3 | 3 | 7 | 6 | 3 | 31½ | |
| 11 | 1 | 2 | 1½ | 3 | 0 | 2½ | 1½ | 1 | 2½ | 3 | — | 2 | 2 | 3 | 1½ | 1½ | 3 | 6 | 7 | 3 | 31 | |
| 12 | 1½ | 1 | 1½ | 1 | 1 | 2 | 2½ | 2½ | 2 | 1½ | 2 | — | 2 | 2½ | 2½ | 3 | 2½ | 6 | 6 | 4 | 31 | |
| 13 | 2 | 1½ | 1½ | 1 | 1½ | 2 | 2 | 1 | 2½ | 3 | 2 | 2 | — | 3 | 1½ | 1 | 3½ | 4 | 7 | 5 | 31 | |
| 14 | 1½ | 2 | 2 | ½ | 1 | 3 | 2 | 1 | 2½ | 1 | 1 | 1½ | 1 | — | 3½ | 3½ | 3 | 5 | 8 | 3 | 30 | |
| 15 | 1 | 2 | 2 | 1 | 1½ | 1½ | 1½ | 2½ | 2 | 1½ | 2½ | 1½ | 2½ | ½ | — | 1½ | 1½ | 3 | 10 | 3 | 26½ | |
| 16 | ½ | 1 | 1½ | 2½ | 2 | 0 | 2½ | 1 | ½ | 1 | 2½ | 1 | 3 | ½ | 2½ | — | 3½ | 6 | 9 | 1 | 25½ | |
| 17 | 0 | 1 | 0 | ½ | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | 1 | 1 | 1½ | ½ | 1 | 2½ | ½ | — | 1 | 14 | 1 | 13½ |
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ქვეყანა | მოჭადრაკე | ქულა | პარტიის შედეგები (მ-ყ-წ) |
|---|---|---|---|
| გეზა ნადი | 11½ | 9 მოგება, 5 ყაიმი, 2 წაგება | |
| ანდრე შტეინერი | 11½ | 10 მოგება, 3 ყაიმი, 3 წაგება | |
| არპად ვაიდა | 10½ | 6 მოგება, 9 ყაიმი, 1 წაგება | |
| კორნელ გავაში | 10½ | 6 მოგება, 9 ყაიმი, 1 წაგება | |
| ისააკ კეჟდენი | 13 | 12 მოგება, 2 ყაიმი, 1 წაგება | |
| ჰერმან სტეინერი | 10½ | 6 მოგება, 9 ყაიმი, 1 წაგება | |
| სამუელ ფაქტორი | 6½ | 4 მოგება, 5 ყაიმი, 2 წაგება | |
| ერინგ ტოლფსენი | 6½ | 4 მოგება, 5 ყაიმი, 4 წაგება | |
| მილტონ ჰანაუერი | 3 | 1 მოგება, 4 ყაიმი, 4 წაგება | |
| კაზიმეჟ მაკარჩუკი | 8 | 5 მოგება, 6 ყაიმი, 5 წაგება | |
| პაულინ ფრიდმანი | 6½ | 6 მოგება, 1 ყაიმი, 5 წაგება | |
| თეოდორ რეგეძინსკი | 10 | 8 მოგება, 4 ყაიმი, 1 წაგება | |
| მიაჩესლავ ჰვოინიკი | 6 | 4 მოგება, 4 ყაიმი, 3 წაგება | |
| აბრამ ბლასი | 6½ | 4 მოგება, 5 ყაიმი, 3 წაგება |
საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა | პარტია | პროცენტი |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ისააკ კეჟდენი | 13 | 15 | 86,7 | |
| 2 | ანდრე მიუფანი | 12½ | 16 | 78,1 | |
| 3 | თეოდორ რეგეძინსკი | 10 | 13 | 76,9 | |
| 4 | ანდრე შტეინერი | 11½ | 16 | 71,9 | |
| 5 | გეზა ნადი | 11½ | 16 | 71,9 | |
| 6 | უილიამ რივიერი | 7½ | 11 | 68,2 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქურდობაძე ა., მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადები, თბ., 2023. — გვ. 15-16.
- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- II საჭადრაკო ოლიმპიადა: ჰააგა 1928 — საიტზე OlimpBase.org
| |||||||||||