ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშშ კონსტიტუცია, I გვერდი
აშშ კონსტიტუცია, II გვერდი
აშშ კონსტიტუცია, III გვერდი
აშშ კონსტიტუცია, IV გვერდი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი კანონი. მასზე მუშაობა დასრულდა 1787 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც სპეციალური კონვენციით მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ. ამით შეიქმნა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანება და ამ გაერთიანების მმართველი ფედერალური მთავრობა. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და გამოყენებულია მოდელად სხვა სახელმწიფოების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამჟამად მოქმედ, დაწერილ, კონსტიტუციებს შორის ყველაზე ძველია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის რევოლუციის დროს 13 შტატის მიერ შეიქმნა ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა, რომლის ერთადერთი კომპონენტიც კონგრესი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა კონფედერაციის სტატიებით. კონგრესმა ვერაფრით შეძლო ტეხასის შემოერთება, რადგან არ არსებობდა არც საამართლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხის მოგვარებას. სტატიებში ცვლილებების შეტანისათვის საჭირო იყო წარმომადგენელთა თანხმობა, თუმცა მაშინდელი დელეგატები არასერიოზულად უდგებოდნენ საკითხს, სხდომებს აცდენდნენ, რის გამოც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კვორუმი არ იკრიბებოდა.

1786 წლის სექტემბერში, ხუთი შტატის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია შეიკრიბა ანაპოლისის კონვენციაზე, რათა განეხილათ კონფედერაციის სტატიების რეგულირება და დალაგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კომერციის განვითარებას. მათ ფილადელფიაში მიიწვიეს შტატების წარმომადგენლები, რათა განეხილათ ფედერალური მთავრობის შექმნის იდეა. 1787 წლის 21 თებერვალს დებატების შედეგად გადაწყდა კონფედერაციის სტატიების კიდევ ერთხელ შესწორება. თორმეტი შტატი (როდ აილენდის გამოკლებით) დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და დაიგეგმა 1787 წლის მაისში შეხვედრა. მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებდა არსებული კანონმდებლობის შესწორებასა და დახვეწას, თუმცა შემდეგ გადაწყდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. 1787 წლის 17 სექტემბერს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა, ხოლო 1789 წლის 4 მარტს, მას შემდეგ რაც შტატებმა მისი რატიფიცირება მოახდინეს, ძალაში შევიდა .

კონსტიტუციის ორიგინალი ინახება ეროვნულ არქივში, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი).

კონსტიტუციური კანონმდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციური კანონმდებლობა ეს არის კანონთა კრებული, მასში შემავალი კანონები განსაზღვრავს: შტატების მართვას, შტატებს შორის ურთიერთობას, თითოეული შტატისა და ფედერალური მთავრობის ურთიერთობას; საქმის წარმოებას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ის ასევე განსაზღვრავს როგორც აშშ-ს მოქალაქის, ასევე უცხოელთა ურთიერთობას ფედერალურ და შტატების მთავრობებთან.

მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმის რომ კონსტიტუციაში, მისი მიღების შემდეგ შევიდა რამდენიმე ცვლილება, ფუნდამენტი და მის მიერ განსაზღრული მთავრობის სტრუქტურა ისეთივეა როგორიც ეს იყო 1789 წელს.

არსებობს ხელისუფლების სამი შტო – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო – ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილები არიან, მაგრამ თითოეული მათგანის უფლებები რეგულირდება დანარჩენი ორის მიერ. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, ეს პრინციპი ნაწილობრივ ეყრდნობა ბარონ დე მონტესკიეს იდეებს.

კონსტიტუცია და ყველა ის კანონი რომელიც მისგან გამომდინარეობს, რომელიც დამტკიცებულია სენატის მიერ, დგას ყველა სხვა კანონზე და სააღსრულებო აქტზე მაღლა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო გამოიტანს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ის იქნება გაუქმებული. თუ რომელიმე საჯარო მოხელე გამოსცემს რაიმე აქტს, რეზოლუციას ან ბრძანებას და ის იცნობა ანტიკონსტიტუციურად ფედერალური სასამართლო მას გააუქმებს (იხ. ''აშშ ნიქსონის წინააღმდეგ'').

მეთოთხმეტე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა პიროვნება არის თანაბარია კანონის წინაშე. ყველა შტატი თანასწორია და ამ პრინციპებზე დაყრდნობით არცერთ მათგანს არ შეუძლია მიიღოს რაიმე პრივილეგია ფედერალური მთავრობისგან. კონსტიტუციის თანახმად ყველა შტატი ვალდებულია სცნოს და პატივისცეს სხვა შტატების კანონებს.

კონსტიტუციის მეხუთე თავის მიხედვით, კონგრესს შეუძლია წამოაყენოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე შტატების 2 მესამედს შეუძლია შეიტანოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მას შემდეგ რაც შესწორება მიღებული იქნება, ის ითვლება კონსტიტუციის ნაწილად.

პრეამბულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციაზე ხელის მოწერი პროცესი, ავტ. ჰოვარდ კრისტი

პრეამბულაში ვკითხულობთ:

ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი, უფრო დახვეწილი გაერთიანების შესაქმნელად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, შიდა სტაბილიზაციის დასამყარებლად, საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალური დონის გასაუმჯობესებლად და ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის თავისუფლების გასამტკიცებლად, ვაარსებთ ამ კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის.

პრეამბულა არც კრძალავს და არც აკანონებს რაიმე ქმედებას, ის უბრალოდ არის განმარტება იმისა თუ რისთვის შეიქმნა კონსტიტუცია. პრეამბულა როგორც ასეთი არის პირველი სამი სიტყვა (We the People).

კონსტიტუციის თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუცია შედგება შვიდი თავისგან

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Seal of the United States Congress.svg

პირველი თავი აარსებს ხელისფლების საკანონმდებლო შტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. კონსტიტუციის ეს ნაწილი განსაზღვრავს ორივე პალატის, არჩევნების წესსა და მისი წევრების უფლებამოსილებებს. პირველი თავი ასევე კანონწარმოების პროცედურას და საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოვალეობას განსაზღვრავს. და ბოლოს ის აწესებს ლიმიტებს ფედერალურ და შტატების საკანონმდებლო ორგანოებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

USPresidentialSeal.jpg

მეორე თავი აღწერს პრეზიდენტის ფუნქციებს (აღმასრულებელ ხელისუფლებას): პრეზიდენტის არჩევის წესს, მისი კაბინეტის უფლებამოსილებანს, მოვალეობებს და ა.შ. ის ასევე განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას და ადგენს რომ ვიცე პრეზიდენტი ხდება პრეზიენტის მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გარდაიცვლება ან გადადგება, ამ ნაწილის შესახებ უფრო დაწვრილებით არის ნათქვამი აშშ კონსტიტუციის ოცდამეხუთე შესწორებაში.

მეორე თავი ასევე განსაზღვრავს იმპიჩმენტის და სხვა საჯარო მოხელეების გადაყენების პროცედურებს (პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, მოსამართლეები და სხვ.). (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა).

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Seal of the United States Supreme Court.png

მესამე თავი აღწერს სასამართლო სისტემას (სასამართლო შტო), უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. ამ თავში არის მოთხოვნა, რომ იყოს უზენაესი სასამართლო, რომელსაც დაექმვემდებარება მასზე დაბალი რანგის სასამართლოები; უზენაეს სასამართლოს აქვს უფლება, არა მარტო გადახედოს დაქვემდებარებული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კიდეც. მესამე თავი ასევე ადგენს, რომ სისხლის სამართლის პორცესებისას აუცილებელია მსაჯულების არსებობა. სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში საქმის განხილვა ევალება კონგრესს.

შტატების უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე თავი განსაზღვრავს ურთიერთობებს შტატებსა და ფედერალურ მთავრობას შორის და ურთიერთობებს თვითონ შტატებს შორის . კონგრესი უფლებამოსილია დაარეგულიროს შტატების ხელისფლების მიერ გამოცემული აქტები და სხვა დოკუმენტები. შტატებს ეკრძალებათ ადგილობრივი მოსახლის პრივილეგირებულად გამოცხადება სხვა შტატის მცხოვრებთან შედარებით, მაგალითად, დაუშვებელი და აკრძალულია არიზონაში ჩადენილი დანაშაულისთვის ოჰაიოს მცხოვრების უფრო მკაცრად გასამართლება, ვიდრე იმავე დანაშაულისათვის დაკავებული არიზონელისა. საჭიროების შემთხვევაში შტატებს შორის შესაძლებელია დამნაშავის ექსტრადიცია. ადამიანს შტატიდან შტატში გადაადგილება შეუძლია დაუბრკოლებლად.

ცვლილებების შეტანის პროცედურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე თავი განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. კონსტიტუციის ამ ნაწილის მიხედვით ცვლილებების შესახებ წინადადების შეტანა ხდება ორი ხერხით: პირველი - კონგრესის, მეორე შტატების მოწვეული ნაციონალური კონვენციის მიერ. კონგრესს შეუძლია ცვლილების შესახებ წინადადების გატანა იმ შემთხვევაში, თუ ორი მესამედი იქნება თანახმა (ქვორუმის ორი მესამედიც საკმარისია, არ არის აუცილებელი მთლიანი შემადგენლობის ორი მესამედი იყოს). მეორე ხერხის ფარგლებში სენატი იწვევს ეროვნულ კონვენციას, შტატების ორ მესამედს შეაქვს კონგრესში თანხმობა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, ამის შემდეგ თუ შტატების სამი მეოთხედი ამ ცვლილების რატიფიცირებას მოახდენს ის შედის ძალაში. დღემდე გამოყენებულია მხოლოდ პირველი ხერხი, ანუ ცვლილებების შეტანაზე წინადადებას აყენებს კონგრესი, მეორე ხერხის გამოყენება ქვეყანას არ დასჭირვებიათ.

ფედერალური ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეექვსე თავი აარსებს კონსტიტუციას და ყველა კანონსა და ხელშეკრულებას რომელიც გაფორმებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამავე კონსტიტუციის ფარგლებში. მეექვსე თავის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოსამართლემ, საჯარო მოხელემ და საკანონმდებლო ორგანოს მუშაკმა უნდა დადოს ფიცი კონსტიტუციის დაცვის შესახებ.

რატიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე თავი ადგენს მოთხონებს კონსტიტუციის რატიფიკაციის შესახებ. კონსტიტუცია არ შევა ძალაში ვიდრე მის რატიფიკაციას არ მოახდენს ცხრა ან მეტი შტატი. ნიუ ჰემფშირი იყო მეცხრე შტატი რომელმაც რატიფიკაცია მოახდინა 1788 წლის 21 ივნისს. კონფედერაციის კონგრესმა, ნიუ ჰამფშირის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ დაადგინა დღე რომლის შემდეგაც ყველა აქტი შედგებოდა კონსტიტუციის ქვეშ, ეს თარიღი არის 1789 წლის 4 მარტი.

თარიღი შტატი მხარდამჭერი
7 დეკემბერი, 1787 დელავერი 100%
12 დეკემბერი, 1787 პენსილვანია 67%
18 დეკემბერი, 1787 ნიუ-ჯერსი 100%
2 იანვარი, 1788 ჯორჯია 100%
9 იანვარი, 1788 კონექტიკუტი 76%
6 თებერვალი, 1788 მასაჩუსეტსი 53%
28 აპრილი, 1788 მერილენდი 85%
23 მაისი, 1788 სამხ. კაროლინა 67%
21 ივნისი, 1788 ნიუ-ჰემპშირი 55%
25 ივნისი, 1788 ვირჯინია 53%
26 ივლისი, 1788 ნიუ იორკი 53%
21 ნოემბერი, 1789 ჩრდ. კაროლინა 72%
29 მაისი, 1790 როდ-აილენდი 52%

ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების რაოდენობა არის სულ 27. მათ შორის პირველი 10 ცვლილება შეტანილ იქნა ერთად და მოიხსენიება როგორც კანონი უფლებების შესახებ (ინგლ. Bill of rights). შემდეგი 17 შეწორება შეტანილი იქნა ცალ ცალკე.

კანონი უფლებების შესახებ (1 – 10)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი უფლებების შესახებ

კანონი უფლებების შესახებ არის ტერმინი რომლითაც მოიხსენიება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი პირველი ათი შესწორება. როდესაც კონსიტუცია წარუდგინეს შტატებს რატიფიცირებისათვის, კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებმა წამოაყენეს ბრალდება, თითქოს კონსტიტუციასი ამ კანონის არ არსებობა იყო კარგად გათვლილი რათა ამერიკელებე ბევრი უფლება ჩამორთმეოდათ. მაშინ ფედერალისტებმა მათ სიტყვა მისცეს რომ კანონი უფლებების შესახებ შესწორების სახით კონგრესის პირველივე სხდომაზე შევიდოდა. ამ დოკუმენტის ორიგინალი დღესდღეობით აშშ–ს ეროვნულ არქივებში ინახება.

კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს და აკანონებს შემდეგ უფლებებს: სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება.

სხვა შესწორებები (11–27)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმის რომ კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს ბევრ გარემოებას და უფლებას, დროთა განმავლობაში საჭირო გახდა სხვა და სხვა შესწორებების შეტანაც:

სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

  • მეთოთხმეტე შესწორება (1868) – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის შესახებ. კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის შესახებ.

არარატიფიცირებული შესწორებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1789 წლის შემდეგ 10,000–ზე მეტი შესწორება იქნა უარყოფილი.

განხლვის პროცესში მყოფი შესწორებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად განხილვის პროცესში ძალიან ცოტა პროექტია მათშორის არის შესწორებები ქორწინების შესახებ, დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის შესახებ და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]