როჯერ II
როჯერ II | |
---|---|
Ruggeru II di Sicilia | |
სიცილიის სამეფოს 1-ლი მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1130 |
მმართ. დასასრული: | 1154 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ვილჰელმ I ბოროტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 1095 |
დაბ. ადგილი: | სიცილია |
გარდ. თარიღი: | 26 თებერვალი, 1154 |
გარდ. ადგილი: | პალერმო, სიცილია |
დინასტია: | ჰოტვილები |
მამა: | როჯერ I |
დედა: | ადელაიდა სავონიელი |
როჯერ II (ფრანგ. Roger II de Hauteville, იტალ. Ruggero II di Sicilia, სიცილ. Ruggeru II di Sicilia; 22 დეკემბერი 1095 — 26 თებერვალი 1154, პალერმო) — სიცილიის სამეფოს პირველი მეფე. მეფობდა 1130-1154 წლებში, წარმოშობით ნორმანი. სიცილიის გრაფის როჯერ I-ის ძე, რობერტ გუისკარის ძმისშვილი. პაპობასა და ნორმან ბარონებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქალაქების მხარდაჭერით თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა ნორმანთა სამფლობელოები სიცილიასა და სამხრეთ იტალიაში. 1139 წელს პაპი ინოკენტი II იძულებული გახდა იგი მეფედ ეცნო. 40-იანი წლების ბოლოს დაიპყრო ტრიპოლი, ტუნისი 1147-1148 წწ. ბიზანტიელებს კ. კორფუ წაართვა. გაძარცვა კორინთი, თებე. მისი ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლები აისახა როჯერ II-ის საკანონმდებლო აქტებში, სიცილიის ასიზებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 454.