აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დამოუკიდებლობის დეკლარაცია

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია — ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მიღებული მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანია.

დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე, 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის გამოცხადება
ვაშინგთონი გადადის დელავერზე (ჯორჯ ვაშინგტონი დამოუკიდებლობის ომში)– ავტ. ემანუელ ლეუცე, 1815 წ. , მეტორპოლიტენ მუზეუმი.
როშამბორსა ლაფაიეტი

მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც 13 კოლონია შტატად გამოცხადდა. კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე. თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები, დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობას შეეხო. პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დეკლარაციიდან ამოღებული იქნა ზანგების მონობისგან განთავისუფლება. კონგრესს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ. დეკლარაციას ხელი 56-მა კონგრესმენმა მოაწერა. [1]

ამრიგად მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ინგლისისაგან თავი დამოუკიდებლად გამაცხადა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები შემოკლებით აშშ. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ წითელი ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების მატებასძთან ერთად სახელმწიფო დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ვარსკვლავების რაოდენობა 50-ს შეადგენს ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [The U.S. State Department (1911), The Declaration of Independence, 1776, pp. 10, 11.]