კიროსის ცილინდრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კიროსის ცილინდრი.

კიროსის ცილინდრიაქემენიდი კიროს II დიდის ცილინდრის ფორმის თიხის აქადურ ენაზე სოლისებრი დამწერლობით შესრულებული მანიფესტი და დეკლარაცია, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI საუკუნით. აღმოაჩინეს 1879 წელს ბაბილონის ნანგრევებში. ინახება ბრიტანეთის მუზეუმში, რომელმაც დააფინანსა ექსპედიცია და აღმოაჩინა ცილინდრი. ცილინდრის შექმნა მოხდა სპარსელთა მიერ ახალი ბაბილონის სამეფოს დაპყრობის აღსანიშნავად.

თიხის ცილინდრი, რომლის წარწერაც ეხება ძვ. წ. 539 წელს კიროსის მიერ ბაბილონის აღებას. წარწერა გაკეთდა მას შემდეგ, რაც კიროსი მსოფლიო იმპერიის მმართველი გახდა. მის ერთ-ერთ მონაკვეთში ნათქვამია, „მე ვარ კიროსი, მსოფლიოს მბრძანებელი, დიდებული მეფე, კანონიერი მეფე, ბაბილონის მეფე, შუმერისა და აქადის მეფე, დედამიწის ოთხივე კუთხის მეფე . . . ტიგროსის გაღმა მდებარე [მანამდე დასახელებულ] წმინდა ქალაქებს, რომელთა ტაძრებიც დიდ ხნის მანძილზე ნანგრევებად იყო ქცეული, მე დავუბრუნე ღმერთები, რომლებიც ერთ დროს იქ იყვნენ, და სამუდამო სამყოფელი მივეცი. თავი მოვუყარე მათ ყოფილ მცხოვრებლებსაც და თავიანთ სამკვიდროში დავაბრუნე“

ეს წარწერა გვატყობინებს, თუ როგორ პოლიტიკას ატარებდა კიროსი — ის სამშობლოში აბრუნებდა დატყვევებულ ხალხს. ამ კურსის შესაბამისად, კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომელმაც იუდეველებს იერუსალიმში დაბრუნებისა და ტაძრის აღდგენის შესაძლებლობა მისცათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arberry, A.J. (1953). The Legacy of Persia. Oxford: Clarendon Press. OCLC 1283292.
  • Briant, Pierre (2006). From Cyrus to Alexander: A History of the Persian Empire. Winona Lake, IN: Eisenbraun. ISBN 978-1-57506-120-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.ted.com/talks/neil_macgregor_2600_years_of_history_in_one_object