ვლახეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლახეთის რუკა (ყვითლად) რუმინეთში

ვლახეთი (ასევე ვალაქია, Walachia; რუმინ.: Ţara Românească ან „რუმინული მიწა“) — რუმინეთის ისტორიული და გეოგრაფიული ოლქი. ხშირად მოიხსენიება როგორც „მუნტენია“ მისი ტრადიციული ორი უფრო ვრცელი რეგიონის ჩათვლით. სამთავრო, დაფუძნებული ბასარაბ I-ის მიერ გვიანდელ შუა საუკუნეებში. მე-19 საუკუნეში ვლახეთი გაერთიანდა მოლდავეთთან და რუმინეთი ჩამოყალიბდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლახეთის ისტორია უძველეს პერიოდში იწყება. დაკიის ტერიტორია, რომელზეც ვლახეთი მდებარეობს, ცნობილია როგორც ადამიანის ცივილიზაციის უძველესი ცენტრი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. ეს მტკიცდება ძველბერძნული წყაროებითაც, სადაც აღმოსავლეთ კარპატების რაიონი აღწერილია (იხ. ძველბერძნული მითოლოგია), როგორც მთიანეთი, სადაც ზაფხულობითაც კი არ დნება თოვლი ანუ ღმერთების მხარე. ამ ტერიტორიას სხვა ავტორებიც ახსენებენ, მაგალითად, იორდანი, ფლავიუსი, პრიისკუსი, პროკოფი კესარიელი. თუკი რუმინელი ისტორიკოსები დაკიაზე საუბრობენ, ძველი ავტორები დაკიის ტერიტორიაზე დიდი სკვითეთის ქალაქებზე მიუთითებენ, მათ შორის, ქალაქ ტომისზე, დობრუჯაზე, რომელიც იმპერატორ კონსტანტინეს დროს სახელს იცვლის და კონსტანცა ხდება. ძველი ბერძნები კი ოლიმპოს უწოდებდნენ სკვითების მმართველის სარმიზეგეტუსის (სიტყვასიტყვით; sarm_ize_getus_a / საერთოგეტური) მთის რეზიდენციას. ამ ტერიტორიაზე ქრისტიანობა გავრცელდა მოციქულ წმინდა ანდრიას წყალობით, რომელმაც 62 წელს საეპისკოპოსო დააარსა ბიზანტიაში, ოდესოსსა (ვარნა) და ტომისში (თანამედრ. კონსტანცა), ასევე ქრისტიანი დევნილების ხელშეწყობით, რომლებიც რომის იმპერიის დევნას დაკიაში აფარებდნენ თავს.

105 წელს IV იტალიური ლეგიონისა და მიოზიიდან, დუნაის სამხრეთით, დამხმარე სამხედრო ნაწილების მეთაურობით იმპერატორი ტრაიანე დაკიაში შეიჭრა. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მუნტენიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ დაეცა და დაინგრა სარმიგეტუსა. 106 წლიდან გეტური წარმოშობის ხალხებით დასახლებული დაკიის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია რომის იმპერიის დაქვემდებარებაში გადავიდა და დაკიის პროვინციად იწოდა. ოკუპაცია 271-275 წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის დაკიის ტერიტორიაზე ძველი ავტორები ორ უმსხვილეს მხარეს ახსენებენ: გეპიდია (ტრანსილვანიის შემდეგ) და მუნტენიის ტერიტორიაზე - როქსოლანია. 275 წელს დიდმა სკვითეთმა საბოლოოდ მოახერხა რომის იმპერიისგან უკან წაერთმია დაკიის სამხრეთი და დასავლეთი, ეს კი მას მერე მოხდა, რაც დაკიელი გეტები ჰუნების რიგებში შევიდნენ. მოკლე ხანში ჰუნებმა რომს შეუტიეს. რომის დაცემის შემდეგ ვლახეთში დინასტიები ერთი მეორის მიყოლებით იცვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: