ზაქათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამის თემები
Allah1.png
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ზაქათი (არაბ. زكاة‎‎; აზ–ზაქათ; განწმენდა) — სავალდებულო მოწყალება, რომლის გაღება სავალდებულოა გარკვეული ქონების მფლობელი მუსლიმებისთვის.
ზაქათი სავალდებულო მოწყალებაა, რომელსაც წლიურად გასცემენ, ხოლო ნებაყოფლობითი მოწყალების აღმნიშვნელი ტერმინია სადაყა.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბულად ზაქათი განწმენდას ნიშნავს. ისლამის მიხედვით, ზაქათი ადამიანის ქონების განწმენდაა. ისლამის შეხედულებით, როგორც განბანვა განწმენდს ადამიანის სხეულს და ლოცვა განწმენდს ადამიანის სულს, იგივენაირად ზაქათი განწმენდს მის ქონებასა და მის სულს სიხარბისა და მომხვეჭელობისგან.[2]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამში ზაქათი არის საშუალება, რომ ადამიანმა, რომელსაც ღმერთმა მიანიჭა ნივთიერი დოვლათი, განწმინდოს ის და განიმტკიცოს მისი მფლობელობა. აღსანიშნავია, რომ აკრძალული გზით ნაშოვნი ქონებით ზაქათი არ მიიღება. ზაქათის გაღება ამშვიდებს გამცემის სულს, ამცირებს სიხარბესა და მომხვეჭელობას, აძლიერებს თანაგრძნობასა და მოწყალებას ადამიანებს შორის. გარდა სულიერი მოგებისა, ზაქათი ხელს უწყობს საზოგადოებაში დოვლათის თანაბარ განაწილებას, ამცირებს საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფას და ანტაგონიზმს, ეხმარება ნივთიერად შეჭირვებულ ფენებს. ზაქათის ნორმად წლიური დანაზოგის (და არა შემოსავლის) 2,5% ითვლება.[3]

ბენეფიციარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქათს ყურანი აწესებს და იგი აკონკრეტებს მის მიმღებებს[4]:

ვიკიციტატა
„მოწყალება არის უპოვრებისთვის, გაჭირვებულებისთვის, მასზე [ზაქათზე] მომუშავეთათვის, ვისი გულიც მოსალბობია, ტყვეთა გამოსასყიდად, მოვალეთა დასახმარებლად, ღმერთის გულისთვის და მგზავრთათვის. ასეთია ღვთიური ვალდებულება. უეჭველად, ღმერთი ყოვლისმეცნიერია, ბრძენთაბრძენი“
  • უპოვრები (არაბ. الفقراء‎‎; ალ–ფუყარა) – არიან ხალხი, რომლებსაც საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლიათ, ქვრივები, ობლები, მოხუცები და ა.შ.
  • გაჭირვებულები (არაბ. المساكين ‎‎; ალ–მასაქინ) – არიან ხალხი, რომლებიც დიდ მატერიალურ გაჭირვებაში იმყოფებიან, თუმცა მათი მდგომარეობა უპოვრებისაზე უკეთესია.
  • ზაქათზე მომუშავენი (არაბ. العاملين عليها‎‎; ალ–'ამილინ 'ალაიჰი; მასზე მომუშავენი) – არიან ხალხი, ვინც იმამის დავალებით აგროვებენ ზაქათს და ანაწილებენ მას.
  • გულის მოსალბობები (არაბ. المؤلفة قلوبهم‎‎; ალ–მუ'ალაფათ ყულუბუჰუმ) – არიან მოკავშირეები ან ისლამში ახლად მოსული ხალხი
  • ტყვეების გამოსყიდვა (არაბ. الرقاب‎‎ არ–რიყაბ) – დატყვევებული და დამონებული მუსლიმების გამოსყიდვა.
  • მოვალეები (არაბ. الغارمين‎‎ ალ–ღარიმინ) – ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ სესხის დაფარვა.
  • ღმერთის გულისთვის (არაბ. في سبيل الله ‎‎ ფი საბილი ლ–ლაჰ; ღმერთის გზაზე) – ისლამის გასავრცელებლად ან მუჯაჰიდების დასახმარებლად.
  • მგზავრები (არაბ. ابن السبيل‎‎; იბნ ას–საბილ; გზის ძენი) – მოგზაურები, რომლებსაც არ შეუძლიათ გზის გაგრძელება ფინანსური სახსრების უქონლობის გამო.

ნისაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნისაბი არის დანაზოგი, რომლის ფლობის შემთხვევაში ადამიანს ეკუთვნის ზაქათის გადახდა.

  • ძვირფასეულობა – თუ ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ფლობს 85 გრამ ოქროს, 591 გრამ ვერცხლს ან მეტს, მას ეკუთვნის წლის ბოლოს ამ ქონების საფასურის 2,5% გადახდა.
  • ფული – თუ წლიურმა დანაზოგმა 85 გრამი ოქროს საბაზრო ღირებულებას მიაღწია ან გადააჭარბა, ამ დანაზოგიდან 2,5% უნდა იქნას გადახდილი.
  • პირუტყვი – თუ ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ფლობს 5 ან 9 აქლემისგან შემდგარ ჯოგს, მაშინ მას ეკუთვნის ზაქათი ერთი ცხვრის ან მისი საფასურის ოდენობით. ათ აქლემზე – ორი ცხვარი და ა.შ. ერთი ცხვრის ოდენობის ზაქათი ეკუთვნის ასევე 40 ცხვრის ან 30 ძროხის (ასევე ხარების) მფლობელს.[5]
  • მოსავალი. ადამიანი, რომლის მიწის ნაკვეთი ბუნებრივად ირწყვება, ან მორწყვა არ სჭირდება, მოსავლის მეათედს ან მის შესაბამის ღირებულებას იხდის, ხოლო ის, ვის ნაკვეთსაც საპალნეებით ან მექანიზმებით სჭირდება წყლის მიტანა მოსარწყავად, იხდის მოსავლის მეოცედს.
  • სავაჭრო საქონელი. თუ ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ფლობს რაიმე საქონელს, რომლის ღირებულების ჯამი აღწევს ან აჭარბებს 85 გრამი ოქროს ფასს, მაშინ მისი ღირებულების 2,5 პროცენტი ზაქათი უნდა გადაიხადოს.

ზაქათის გადაუხდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქათის გადაუხდელობაზე პასუხის მოთხოვნა ხალიფას შეუძლია, მაგრამ ზაქათის სავალდებულობის უარყოფა ისლამიდან გასვლის ტოლფასია. ადამიანი, რომელიც ცნობს ზაქათის სავალდებულოდ, მაგრამ არ იხდის მას ან უარს აცხადებს რაიმე ჯგუფს გადაუხადოს იგი, მუსლიმად რჩება.[6]

ზაქათ ალ–ფიტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქათ ალ–ფიტრი არის მოწყალება, რომელსაც მუსლიმები მარხვის დამთავრებისას, 'იდ ალ-ფიტრის დადგომისას იხდიან, საიდანაც მოდის მისი სახელი. მისი ოდენობა ერთი ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი რაოდენობის საჭმელი ან მისი ექვივალენტური ფულადი თანხაა. ითვლება, რომ ზაქათ ალ–ფიტრი მარხვისას უნებლიე დანაკლისებს ავსებს, მაგალითად მარხვის დროს გაბრაზებასა და უქმ მეტყველებას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. الفرق بين الزكاة والصدقة
  2. The vision of Islam. — Paragon House, 1994. — გვ.  . — ISBN 9781557785169
  3. Pete seda Islam is.... — 2002. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 0-9719158-0-6
  4. ბრძენი ყურანი, სურა ათ–თაუბა, IX, აია 60.
  5. نصاب الإبل والبقر والغنم
  6. Yusuf al-Qaradawi Fiqh Az-Zakat, a Comparative Study. — 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 978-9675062766