შინაარსზე გადასვლა

როდ-აილენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ როდ-აილენდი (მრავალმნიშვნელოვანი).
როდ-აილენდი
როდ-აილენდის დროშა როდ-აილენდის გერბი
მეტსახელი: The Ocean State
დევიზი: Hope
დედაქალაქი პროვიდენსი
ოფიციალური ენა
გუბერნატორი Daniel McKee
საკანონმდებლო ორგანო როდ-აილენდის გენერალური ასამბლეა
ფართობი 3 144,245565 კმ²
მოსახლეობა 1 097 379[1] კაცი
უმაღლესი წერტილი ჯერიმოთ-ჰილი
უდაბლესი წერტილი ატლანტის ოკეანე
შტატი გახდა 29 მაისი, 1790
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი
საფოსტო აბრევიატურა RI და R.I.
მოსაზღვრე რეგიონები მასაჩუსეტსი და კონექტიკუტი
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი ri.gov

როდ-აილენდი (ინგლ. Rhode Island) (სრული სახელი: როდ-აილენდის შტატი) — შტატი აშშ-ში, გეოგრაფიულად ყველაზე მცირე შტატია და მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. როდ-აილენდი 1636 წელს დააარსა როჯერ უილიამსმა, რომელიც გაასახლეს მასაჩუსეტსიდან რელიგიური უთანხმოების გამო; 1790 წლიდან აშშ-ს შტატია.

სახელწოდება როდ-აილენდი ეკუთვნის ნარაგანსეტის უბეში უდიდეს კუნძულს, ასევე ცნობილს, როგორც აქიდნეკის კუნძული, რომელზეც ქალაქი ნიუპორტი მდებარეობს. სახელწოდების წარმომავლობა გაურკვეველია. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, იტალიელმა მოგზაურმა ჯიოვანი და ვერაძანომ კუნძულის აღმოჩენისას მას როუდ აილენდი დაარქვა მისი საბერძნეთის კუნძულ როდოსთან მსგავსების გამო. სხვა ისტორიკოსებს სჯერათ რომ კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ნიდერლანდელი მოგზაურის ადრიენ ბლოკის მიერ შერქმეული სახელიდან Roodt Eylandt, რაც ნიდერლანდურად "წითელ კუნძულს" ნიშნავს, გამომდინარე კუნძულის სანაპიროს წითელი თიხის ქანების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ შტატის ძირითადი ნაწილი კონტინენტზე მდებარეობს, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ მთელი შტატი კუნძულზე მდებარეობს.

  • ფართობი - 3140 კვ.კმ.; სიდიდით 50-ე ამერიკის შტატებს შორის; მაქსიმალური სიგანე 60 კმ, მაქსიმალური სიგრძე 77 კმ.; წყლის წილი ფართობში 13,9 %.
  • მოსახლეობა - 2011 წლის მიხედვით 1 051 302 ადამიანი (თეთრი 91,4 %, აფროამერიკელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 4,6 %); მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 43-ე შტატი; სიმჭიდროვე 388 ადამიანი კვ. კილომეტრზე, სიმჭიდროვის მიხედვით მეორე შტატი.
  • ქალაქის მოსახლეობა - 87 %.
  • ქალაქები - პროვიდენსი (დედაქალაქი), 153 ათასი, უორვიკი, 84 ათ, კრენსტონი, 74 ათასი.
  • ოფიციალური საიტი - [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]