შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო რელიგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები სახელმწიფო რელიგიით.

სახელმწიფო რელიგია (რომელსაც ასევე უწოდებენ დამკვიდრებულ რელიგიას ან ოფიციალურ რელიგიას) - რელიგიური ორგანო ან ქმნილება, რომელსაც ოფიციალურად ამტკიცებს სახელმწიფო. ოფიციალური რელიგიის მქონე სახელმწიფო, რომელიც არ არის სეკულარული, არ არის აუცილებლად თეოკრატია, ქვეყანა, რომლის მმართველები არიან როგორც საერო, ასევე სულიერი ავტორიტეტები. სახელმწიფო რელიგიები არის ოფიციალური ან სამთავრობო სანქცირებული რელიგიები. სახელმწიფოს არ სჭირდება რელიგიის კონტროლის ქვეშ მოქცევა (როგორც თეოკრატიაში) და არც სახელმწიფო აწესებს სანქციებს რელიგიაზე და შესაბამისად, რელიგია არ არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

ოფიციალური რელიგიები მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იყო ცნობილი თითქმის ყველა ტიპის კულტურაში, ძველ ახლო აღმოსავლეთითა და პრეისტორიით დაწყებული. რელიგიური კულტისა და სახელმწიფოს ურთიერთობა განხილულია მარკუს ვარონის მიერ, ტერმინ - თეოლოგიის ცივილიზაციის ქვეშ. („სამოქალაქო თეოლოგია“). სახელმწიფო დაფინანსებული პირველი ქრისტიანული ეკლესია იყო სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც დაარსდა 301 წელს. [1] ქრისტიანობაში. ტერმინი ეკლესია, ჩვეულებრივ, გამოიყენება ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ადგილებზე ან მათში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაიგივებლად, ტერმინი სახელმწიფო ეკლესია ასოცირდება მთავრობისგან სანქცირებულ ქრისტიანობასთან. რომლის ისტორიული მაგალითია რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესია. სახელმწიფო ეკლესიებთან მჭიდრო კავშირშია ტერმინი ეკლესიაც, რომელიც ანალოგიურია, მაგრამ უფრო უმნიშვნელო კონოტაცია აქვთ.

შუა აღმოსავლეთში, ბევრ სახელმწიფოში, რომლებსაც ძირითადად ისლამური მოსახლეობა ჰყავს, მიღებული აქვთ ისლამი, როგორც თავიანთი სახელმწიფო რელიგია და აღიარებულია ორივე მხრიდან, როგორც შიიტური ისევე სუნიტური. რელიგიური შეზღუდვების ხარისხი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. საუდის არაბეთის მმართველები იყენებენ როგორც საერო, ისე სასულიერო ძალას, მაშინ როცა ირანის საერო პრეზიდენტებმა უნდა დაიცვან და განახორციელონ რელიგიური ხელისუფლების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი მოხდა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. თურქეთი, რომელსაც ასევე ძირითადად ჰყავს მუსლიმი მოსახლეობა, გახდა სეკულარული სახელმწიფო ათათურქის რეფორმების შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებით იმავე პერიოდის რუსული რევოლუციისგან, მან შედეგად არ მოიტანა სახელმწიფო ათეიზმის მიღება.

რელიგიური ხარისხი, რომელიც ოფიციალურმა ეროვნულმა რელიგიამ სახელმწიფოებს დააკისრა თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება; გვხვდება, როგორც ძალიან მაღალი კონცენტრაციით საუდის არაბეთში, ასევე მინიმუმამდე დაყვანილი ან საერთოდ უხილავი, როგორც ეს ხდება დანიაში, ინგლისში, ისლანდიასა და საბერძნეთში.

ამჟამინდელი სახელმწიფო რელიგიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლისთვის ინდუიზმი არ არის ჩამოყალიბებული, როგორც სახელმწიფო რელიგია, ნეპალის რესპუბლიკა ცდილობს გარკვეული უფლებები მიანიჭოს ინდუსტურ პრაქტიკას.

ნეპალის დროშა ნეპალის კონსტიტუციაში სპეციალური მუხლია დათმობილი უძველესი რელიგიის დაცვასთან დაკავშირებით, ისეთი როგორიცაა ინდუიზმი ან „Sanatan Dharma“. ეს კი ხდება ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის არქონის პირობებში. კონტიტუციით ეს ქვეყანა განსაზღვრულია, როგორც სეკულარული სახელმწიფო, სადაც უძველესი რელიგიური პრაქტიკა დაცულია. [2]

მმართველობები, სადაც ბუდიზმი ან მისი სპეციფიკური ფორმა დამკვიდრდა, როგორც ოფიციალური რელიგია:

ბჰუტანის დროშა ბუტანის კონსტიტუცია ბუდიზმს განმარტავს, როგორც „ბუტანის სასულიერო მემკვიდრეობა“. აქ ასევე განმარტებულია, რომ მეფემ უნდა აირჩიოს მონასტრული საქმეების კომისია[3]

კამბოჯის დროშა კამბოჯას კონსტიტუციაში ბუდიზმი განმარტებულია, როგორც ოფიციალური სახელმწიფო რელიგია.[4] კამბოჯას მოსახლეობის 98% არის ბუდისტი.[5]

  • ზოგიერთ ქვეყანაში ბუდიზმი არ არის აღიარებული სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ განსაკუთრებული სტატუსი აქვს:

ლაოსის დროშა ლაოსის კონსტიტუციის მიხედვით, ბუდიზმს აქვს მინიჭებული სპეციალური პრივილეგია. ქვეყანა პატივს სცემს და იცავს ბუდიზმის ყველა კანონიერ უფლებას[6]

მიანმარის დროშა მიანმარის კონსტიტუციის 361 მუხლში წერია: „ერთობა აღიარებს ბუდიზმის სპეციალურ პოზიციას, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რწმენას.“[7]

შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილში წერია: „შრი-ლანკის რესპუბლიკამ უნდა მისცეს ბუდიზმს მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში და სახელმწიფომ უნდა დაიცვას იგი. მან ასევე უნდა დაიცვას სხვა რელიგიების უფლებებიც, მე-10 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით. ქვეყანას არ აქვს ოფიციალური სახელმწიფო რელიგია. უზენაესი სასამართლოს მიერ იგი აღიარებულია სეკულარულ სახელმწიფოდ.“[8]

ტაილანდის დროშა ტაილანდის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო არის სეკულარული და რელიგიური თავისუფლება გარანტირებულაი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, ბუდიზმს ენიჭება ზოგიერთი პრივილეგია, როგორიცაა სახელმწიფოს მხრიდან მისი მხარდაჭერა და დაცვა, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ბუდისტია. სახელმწიფო აძლევს ფულს ბუდისტ ბერებს ბუდისტური ტაძრების ასაშენებლად.[9]

სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ქრისტიანობის გარკვეულ ფორმას, როგორც მათ სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიად (დასახელებების მიხედვით):

იურისდიქციები, სადაც კათოლიციზმი ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო ან ოფიციალური რელიგია:

კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკას კონსტიტუციის 75-ე მუხლი ადასტურებს: „კათოლიკური და აპოსტოლური რელიგია არის ქვეყნის რელიგია, რომლის შენარჩუნებასაც სახელმწიფო უწყობს ხელს. ხელი არ ეშლება ქვეყნის მასშტაბით თაყვანისმცემლობის არანაირ ფორმას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საყოველთაო ზნეობასა და კეთილ ადათებს.“ [10]

ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინის კონსტიტუცია კათოლიციზმს აცხადებს სახელმწიფო რელიგიად და ანიჭებს სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილ დაცვას. [11]

მალტის დროშა მალტას კონსტიტუციის მეორე მუხლი მალტის რელიგიად აცხადებს კათოლიკურ რელიგიას.

მონაკოს დროშა მონაკოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით,სახელმწიფო რელიგიად ცხადდება კათოლიკურ რელიგია.

ვატიკანის დროშა ვატიკანი არის არჩევითი, თეოკრატიული ან რელიგიური აბსოლუტური მონარქია,[12] რომელიც იმართება რომის პაპის მიერ. ქვეყნის უმაღლესი მმართველები არიან კათოლიკე სასულიერო პირები. ეს არის წმინდა საყდრის სუვენერული ტერიტორია (ლათ. Sancta Sedes), სადაც პაპის რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც მოიხსენიება, როგორც აპოსტოლური სასახლე.

აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის დროშა საბერძნეთის ეკლესია არის აღიარებული კონსტიტუციურად, როგორც პრივილეგირებული რელიგია საბერძნეთში.[13] ის არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მართლმადიდებლობა არის აღიარებული, როგორც სახელმწიფო რელიგია. ეს აღიარება არ აძლევს ექსკლუზიურ თაყვანისმცემლობის უფლებას მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა რელიგიას თანაბარი უფლება ეძლება აწარმოოს თავისი რიტუალები. [14]

ქვემოთ მოყვანილი იურისდიქციები თავიანთ კონსტიტუციებში სხვადასხვა ხარისხს ანიჭებენ მართლმადიდებლობას, მისი სახელმწიფო რელიგიად დადგენის გარეშე:

ბულგარეთის დროშა ბულგარეთის კონსტიტუციაში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის აღიარებული, როგორც ბულგარელი ხალხის „ტრადიციული რელიგია“, თუმცა სახელმწიფო რჩება სეკულარულად.[15]

კვიპროსის დროშა კვიპროსის კონსტიტუცია ამბობს: „კვიპროსის ბერძნულ-მართლამდიდებლურმა ეკლესიამ უნდა იქონიოს ექსკლუზიური უფლებები, რეგულირებისა და ადმინისტრირებისათვის“.[16][17]

ფინეთის დროშა ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია და ევანგელისტურ-ლუთერიანული ეკლესია აღიარებულია, როგორც „ნაციონალური ეკლესიები“.[18][19]

საქართველოს დროშა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია აქვს ოფიციალური შეთანხმება სახელმწიფოსთან. კონსტიტუცია აღიარებს „მართლმადიდებლური ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში და დამოუკიდებლობის მოპოვებაში“.[20] (იხ. 2002 წლის კონკორდატი)

შემდეგი სახელმწიფოები პროტესტანტიზმის გარკვეულ ფორმას აღიარებენ, როგორც მათ სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიად:

ინგლისის დროშა ინგლისის ეკლესია არ განივრცობა მთლიანად გაერთიანებულ სამეფოზე.[21] უელსის ანგლიკანური ეკლესია, შოტლანდიის ეპისკოპალური ეკლესია და ირლანდიის ეკლესია არ არიან ოფიციალური ეკლესიები და ისინი არიან ინგლისის ეკლესიისგან დამოუკიდებლები.

იურისდიქციები, სადაც ლუთერანული ეკლესია იქცა სახელმწიფო რელიგიად.

ფინეთის დროშა ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერიანული ეკლესია აღიარებულია, როგორც „ნაციონალური ეკლესია ფინეთის სრულ ტერიტორიაზე“.[22]

ისლანდიის დროშა ისლანდია ეკლესიას აღიარებს სახელმწიფო ეკლესიად. [23]

ნორვეგიის დროშა ნორვეგიაში „ნორვეგიული ეკლესია, ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია, რჩება ნორვეგიის ნაციონალურ ეკლესიად და მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან“.[24]

ბევრმა ისლამურმა ქვეყანამ კონსტიტუციურად განმარტა ისლამი ან მისი განსაკუთრებული ფორმა, როგორც სახელმწიფო რელიგია. პროზელიტიზმი (ხალხის სხვა რელიგიაზე მოქცევა) ხშირ შემთხვევაში უკანონოა ასეთ სახელმწიფოებში. [25] [26] [27] [28]

ავღანეთის დროშა ავღანეთის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით: „ავღანეთის წმინდა რელიგიად ცხადდება ისლამი“. ოფიციალურად, ავღანეთი ყოველთვის იყო ისლამური სახელმწიფო 1987 წლის კონსტიტუციიდან მოყოლებული მასში შეტანილი სხვადასხვა ცვლილებების მიუხედავად.[29]

ეგვიპტის დროშა ეგვიპტემ 2014 წლის კონტიტუციით ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.[30]

ირანის დროშა ირანის მე-12 მუხლის მიხედვით, ირანის ოფიციალური რელიგია არის ისლამი და ტველვერ ჯაფაარის სკოლა. მისი პრინციპები ხელშეუხებელია.[31]

ერაყის დროშა ერაყის მეორე მუხლის მიხედვით, „ისლამი არის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია და ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო“. [32]

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთის პირველი მუხლის მიხედვით. „საუდის არაბეთის სამეფო არის ისლამური სახელმწიფო, რომლის ოფიციალური რელიგია არის ისლამი“.[33]

პოლიტიკური რელიგიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს მთავრობის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური რელიგია. [34]

ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა აღიარებს ჩუჩხეს პოლიტიკურ ალტერნატივას სახელმწიფო ტრადიციულ რელიგიად. აღნიშნული დოქტრინა იზიარებს ნაციონალისტურ პროპაგანდას, რომელიც ფუნდამენტალურად უპირისპირდება ქრისტიანობას და ბუდიზმს.

  • McConnell, Michael W. (April 2003). "Establishment and Disestablishment at the Founding, Part I: Establishment of Religion". William and Mary Law Review, Provided by Questia.com. 44 (5): 2105. Retrieved 23 November 2006.
  1. The Journal of Ecclesiastical History. p. 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore
  2. |url=https://www.indigenousvoice.com/en/nepals-new-constitution:-truth-and-lies.html-- დაარქივებული 2020-08-08 საიტზე Wayback Machine. >}}
  3. Draft of Tsa Thrim Chhenmo. www.constitution.bt (1 August 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2007. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
  4. Constitution of Cambodia. cambodia.org. ციტირების თარიღი: 2011-04-13. (Article 43).
  5. East Asia/Southeast Asia :: Cambodia — The World Factbook - Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
  6. Article 9: The State respects and protects all lawful activities of Buddhists and of followers of other religions, [and] mobilises and encourages Buddhist monks and novices as well as the priests of other religions to participate in activities that are beneficial to the country and people.Lao People's Democratic Republic's Constitution of 1991 with Amendments through 2003. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  7. Myanmar's Constitution of 2008. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-01. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
  9. Article 67:

    "The State should support and protect Buddhism and other religions. In supporting and protecting Buddhism, [...] the State should promote and support education and dissemination of dharmic principles of Theravada Buddhism [...], and shall have measures and mechanisms to prevent Buddhism from being undermined in any form. The State should also encourage Buddhists to participate in implementing such measures or mechanisms."Constitution of the Kingdom of Thailand. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  10. Super User. Costa Rica Constitution in English – Constitutional Law – Costa Rica Legal Topics. costaricalaw.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2015.
  11. (archived from the original დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine. on 2009-03-26).
  12. Vatican City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-04. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
  13. [1] The Constitution of Greece: Section II Relations of Church and State: Article 3, Hellenic Resources network.
  14. [2] The Constitution of Greece: Part Two Individual and Social Rights: Article 13
  15. The Bulgarian Constitution. Parliament of Bulgaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 20 December 2011.
  16. 16.0 16.1 Cyprus's Constitution of 1960 with Amendments through 2013. Constitution Project.
  17. The Constitution also states that "Any matter relating to divorce, judicial separation or restitution of conjugal rights or to family relations of the members of the Greek-Orthodox Church, shall be cognizable by family courts each of which is composed: For a divorce trial, of three judges, one of which is a lawyer ecclesiastical officer appointed by the Greek Orthodox Church and presides over the Court and the other two of high professional and moral standard belonging to the Greek Orthodox Church are appointed by the Supreme Court among lawyers. If no ecclesiastical officer is appointed as above, the Supreme Court appoints the President of the Court as well."[16]
  18. Finland – Constitution, Section 76 The Church Act, http://servat.unibe.ch/icl/fi00000_.html.
  19. Salla Korpela. (May 2005) The Church in Finland today. Finland Promotion Board; Produced by the Ministry for Foreign Affairs, Department for Communications and Culture. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
  20. Constitution of Georgia Article 9(1&2) and 73(1a1)
  21. The History of the Church of England. The Archbishops' Council of the Church of England. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2006-05-24.
  22. Eroakirkosta.fiPalvelun tavoite: Kirkko on erotettava valtiosta
  23. Constitution of the Republic of Iceland: Article 62, Government of Iceland.
  24. Norway's Constitution of 1814 with Amendments through 2016. Constitution Project.
  25. Saudi Arabia imposes death sentence for Bible smuggling (November 30, 2014). ციტირების თარიღი: 20 May 2015.
  26. Saudi Arabia's New Law Imposes Death Sentence for Bible Smugglers?. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  27. SAUDI ARABIA IMPOSES DEATH SENTENCE FOR BIBLE SMUGGLING. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  28. Sheen J. Freedom of Religion and Belief: A World Report. (Routledge, 1997) p.452.
  29. The Constitution of Afghanistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 30 July 2009.
  30. Unofficial translation of the 2014 constitution
  31. Iran (Islamic Republic of)'s Constitution of 1979 with Amendments through 1989. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  32. Iraqi Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-28. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
  33. The Basic Law of Governance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  34. Gentile, Emilio [2001] (2006). Le religioni della politica. Fra democrazie e totalitarismi. Princeton University Press.