ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 27 დეკემბერი, 2012 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხესიმაგრე |
ფარმჭერები | ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
დევიზი | ზესტაფონი |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი — ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ[1].
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზედაც მოთავსებულია მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხესიმაგრე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ზესტაფონი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი[მკვდარი ბმული]
- გაზეთი „ზესტაფონის მოამბე", N1-2, 2012 წ.[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|