ხონის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ხონის მუნიციპალიტეტის გერბი — ხონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად, ფარი გადაკვეთილია, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილი.
- I ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ხარი;
- II ნაწილი — ლურჯი ველის ცენტრში, მარჯვნივ მოთავსებულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი, მარცხნივ ოქროს კვერთხი ჯვრის ფორმის ბუნიკით;
- III ნაწილი — მწვანე ველის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ხიდის მსგავსი ოქროს სარტყელით, ხოლო ქვედა სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხონი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|