ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 26 ოქტომბერი, 2012 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს ირმის თავი, ოქროს ჯვარი, ვერცხლის წყარო, ორკოშკიანი ციხესიმაგრე |
ფარმჭერები | ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
დევიზი | ბაღდათი |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი — ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ №84 დადგენილებით[1].
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი შუაზე არის გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გადაკვეთილია და იყოფა ორ ველად.
- I ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ირმის თავი, მასზე აღმართული ოქროს ჯვრით.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის წყარო.
- III ნაწილი — მეწამულ ველზე ქვედა ნაწილში ოქროს ორკოშკიანი ციხესიმაგრე ნახევრად ღია კარიბჭით. ციხე-სიმაგრის გამოსახულება კვეთს ველის კიდეებს. ციხე-სიმაგრის თავზე ზედა ნაწილში გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კატარაქტიანი კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ბაღდათი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|