კასპის მუნიციპალიტეტის გერბი
კასპის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 29 დეკემბერი, 2009 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს გრიფონი, ოქროს ჯვარი (წმინდა ნინოს ჯვარი) |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | კასპი |
კასპის მუნიციპალიტეტის გერბი — კასპის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს გრიფონი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ჯვარი (წმინდა ნინოს ჯვარი).
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „კასპი“.
გერბის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბში მთავარი ფერების — მეწამულისა და ოქროს გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ლეგენდის თანახმად, კასპში გაიარა საქართველოს განმანათლებელმა წმინდა ნინომ, ამიტომ გერბის ფარში ოქროთი მეწამულ ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მოთავსდა სისწრაფის, ძალის, მამაცობისა და სიფხიზლის ემბლემის — ოქროს გრიფონის (გრიფის) ზემოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ ხელოვნებაში გრიფონი იესო ქრისტეს ზეციურ და მიწიერ — ღვთიურ და ადამიანურ საწყისს განასახიერებს და კასპის გერბის ფარში დაფიქსირებული გრიფონის გამოსახულების საფუძვლად აღებულია სამთავისის ეკლესიის ბარელიეფი. ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი „კასპი“, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|