ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშა — ახმეტის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.[1]
დროშის მეწამულ ველზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გამოსახულია ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვარი, რომლის ორთითა დროშის ტარისაკენაა მიმართული. დროშის პროპორციაა 2:3.