ხობის მუნიციპალიტეტის დროშა
იერსახე
ხობის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
![]() | |
მიღებულია | დამტკიცებულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 17 დადგენილებით, 14 აპრილი, 2011 წ. |
პროპორცია |
![]() |
სიმბოლიკა | მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი |
ხობის მუნიციპალიტეტის დროშა — ხობის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად — თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს — დროშის 1/3.
- პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი.
- მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს.
დროშის პროპორციაა - 2/3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|