შინაარსზე გადასვლა

თბილისის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის გერბითბილისის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის 15-1 გადაწყვეტილების საფუძველზე.

ქალაქ თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული „თან“ ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს.

გერბის ზემო ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო — მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირშიც იქმნება ჯვრისებური ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურად ჩაწერილია „თბილისი“.

გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა. თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.

2024 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ახალი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]