ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა — ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2012 წლის 26 ოქტომბერს №84 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშის ქსოვილი გაყოფილია ვერტიკალურად ორ თანაბარ ნაწილად:
- I ნაწილი — მეწამულ ველზე სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი, პროპორციით 2:1.
- II ნაწილი — გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად. ზედა ნაწილი არის ზურმუხტოვანი ველი, ქვედა ნაწილი არის ლაჟვარდოვანი ველი.
დროშის პროპორციაა 2:3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|