ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დროშაყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №63 დადგენილებით.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა არის ვერცხლ-მეწამული ფერის. გაყოფილია ვერტიკალურად ორ ნაწილად ისე, რომ ვერცხლის ველი იჭრება მეწამულ ველზე მოგრძო სამკუთხედების სახით და აღწევს დროშის მარცხენა კიდეს. ვერცხლის სამკუთხედები დროშის ზედა და ქვედა კიდეს დაშორებულია დროშის სიმაღლის 1/6-ზე. ვერცხლის ველზე (დროშის მარჯვენა მხარე) მოთავსებულია სწორკუთხა მეწამული ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2:3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]