ვანის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 4 თებერვალი, 2016
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ვერცხლის სვეტი კაპიტელით, ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს საწმისი
ფარმჭერები ვერცხლ-მწვანე ბაფთა
დევიზი ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის გერბივანის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 2016 წლის 4 თებერვალს[1].

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად:

  • I ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ქვევით გამოსახულია ვერცხლის სვეტი კაპიტელით, რომელიც კვეთს ფარის კიდეს, ზევით კი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის რგოლში.
  • II ნაწილი — მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს საწმისი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ვანი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]