ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხულოს მუნიციპალიტეტის დროშახულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მწვანე და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ვერცხლის და ლურჯ ველებად. ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული პირით ზემოთ აღმართული მახვილი, თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით. ლურჯ ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი.

დროშის პროპორციაა 2:3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]