ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლისქობიანი მეწამული ჯვარი.
- I ნაწილი — წარმოადგენს მეწამულ ველს, რომელზეც მოთავსებულია ვერცხლის ტარზე ასხმული ვერცხლის ბაირაღი ტართან ოქროს სამი ზარით.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის მთა ორი მწვერვალით.
- III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის აბჯარი.
- IV ნაწილი — მეწამულ ველზე მეფე თამარის ვერცხლის ხელრთვა.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ყაზბეგი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|