შინაარსზე გადასვლა

თბილისის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის დროშა

თბილისის დროშათბილისის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო ტერიტორიული სიმბოლო გერბთან ერთად. ავტორი — ემირ ბურჯანაძე.

ქალაქ თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა — თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლებით. გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია ქალაქ თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლთა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია.

თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.

2024 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ახალი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]