გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 30 აპრილი, 2010 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ტაძარი, ვერცხლის ჯვარი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | გურჯაანი |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბი — გურჯაანის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 30 აპრილს.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, მეორე ნაწილს 1/3.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე მოთავსებულია ორგუმბათიანი შავკონტურებიანი მეწამული ტაძარი.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ორი ვერცხლის ჯვარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი, ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „გურჯაანი“.
გერბის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბში მთავარი „ფერების“ - მეწამულის, ვერცხლისა და ლურჯის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ისტორიული საფუძველი უდევს გერბის ფარში მოთავსებულ მთავარ ფიგურას - შენობას (ეკლესია), რომელიც სიმბოლურად გურჯაანის ყველაწმინდის ორგუმბათოვან, სამნავიან ბაზილიკას გადმოსცემს (ამგვარი არქიტექტურული სტილის საკულტო ნაგებობა ერთადერთია საქართველოში) გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი „გურჯაანი“, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|