ფოთის დროშა
იერსახე
ფოთის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია ფოთის თვითმართველობის მიერ № 20/47 დადგენილებით, 28 ოქტომბერი, 2005 წ. |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | ლურჯი ჯვარი, ოქროს საწმისი |
ფოთის დროშა — ფოთის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ 2005 წელს, რომლის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ფოთის დროშა მართკუთხა ფორმის, ვერტიკალურად ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, დამზადებულია ოქროსა და ლურჯი ფერის ქსოვილით. დროშის მარცხენა წილ ველზე გამოსახულია ლურჯი ჯვარი, ხოლო მარჯვენა ველზე ოქროსფერი ოქროს საწმისი. ქალაქ ფოთის დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოთის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი
- ფოთის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-31 საიტზე Wayback Machine.
|