აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან აჟარის მუნიციპალიტეტის გერბი)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი | |
|---|---|
![]() | |
| დეტალები | |
| დამტკიცდა | 4 მაისი, 2012 |
| გვირგვინი | საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი |
| ფარი | სევადი დათვი, ვერცხლის ფარი, მეწამული ჯვარი, დიოსკურების ოქროს პილოსი, რვაქიმიანი ვარსკვლავი |
| ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
| დევიზი | კასპი |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი — აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2012 წლის 4 მაისს.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად და შუაში ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე სევადი დათვი.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული.
- III ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაკტიანი კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „აჟარა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||
