ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
![]() | |
მიღებულია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 64 დადგენილებით, 6 ივლისი, 2018 წლის[1] |
პროპორცია |
![]() |
წინა დროშები | |
![]() ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა 2012-2018 წლებში[2][3] | |
პროპორცია |
![]() |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს: I და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7. დროშის I და III მეოთხედები ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები — ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით და ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.
წინა დროშის აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშის ძოწის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავების გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს, დროშის 1/3-ზე. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 64. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (ივლისი 6, 2018). ციტირების თარიღი: 11 მაისი 2020.
- ↑ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 აგვისტოს №29 დადგენილება.
- ↑ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს №74 დადგენილება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|