ფოთის გერბი
იერსახე
ფოთის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | ფოთი |
ფოთის გერბი — ფოთის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ 2005 წელს, რომლის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი ტალღოვანი ვერცხლის სარტყელით გაყოფილია ორ ნაწილად
- I ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს კოშკი ნახევრად ღია ჭიშკრით. I ნაწილს უჭირავს ფარის 2/3,
- II ნაწილი — წარმოადგენს ლაჟვარდის ველს. II ნაწილს — 1/3.
გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
გერბის ფარს უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა.
გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ფოთი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოთის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი
- ფოთის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-31 საიტზე Wayback Machine.
|