სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
დამტკიცდა 9 აპრილი, 2011
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი წმინდა ნინოს ჯვარი, ვაზი, ფოთოლი და მტევანი, სარტყელი, ფრთოსანი ცხენი, ქვევრი (ჭური), გასაღები
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბისიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია, იყოფა 4 ნაწილად.

  • I ნაწილი — ლურჯი ველი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად:
    • ლურჯ და ვერცხლის ველებად; ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფოთლითა და სამი ოქროს მტევანით. ვერცხლის ველს რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური).
  • IV ნაწილი — ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხე-სიმაგრის მსგავსი ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია — „სიღნაღი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]