ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა
იერსახე
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა | |
|---|---|
|
| |
| მიღებულია | დამტკიცებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ |
| პროპორცია |
|
| სიმბოლიკა | ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა — ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 29 ნოემბერს №10 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად:
- I ნაწილი — ზურმუხტის 1:3 ველი.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი.
ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. ფარს გარსშემოუყვება ვერცხლის კანტი. დროშის პროპორცია 2:3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||