ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Yvarlis gerbi.png
დეტალები
დამტკიცდა 9 აგვისტო, 2012
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი გვირგვინი, ვაზი, ჯვარი, ფრთოსანი ცხენი, გალავანი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბიყვარლის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ №21 დადგენილებით, 2012 წლის 9 აგვისტოს.[1]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი შუაზე ტეხილადაა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ ველად.

  • I ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ორკოშკიანი გალავანი ღია კარიბჭით. კოშკებს შორის მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, ხოლო კარიბჭის ქვემოთ ოქროს ვაზი.
  • II ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კატარაქტიანი კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ყვარელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]