ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ[1].
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად — მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი — მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა — ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები — მწვანე.
დროშის პროპორციაა 2:3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს დადგენილება №2 2011 წლის 3 იანვარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-02-27.
|