ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბიტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლო დროშასთან. მიღებულია და დამტკიცებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ, 2012 წლის 11 ივნისის №12 დადგენილებით.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი: ცენტრში — ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ — ოქროს და ქვევით — სევადი ველი. გერბის ფარის ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ტყიბული“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]