ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დროშა — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2014 წლის 25 ივნისს №11 დადგენილებით.[1]
დროშა ვერტიკალურად თანაბრად გაყოფილია მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეწამულ ველზე ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. დროშას ჰორიზონტალურად გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.