თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი
Tianeti gerbi.jpg
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №63 დადგენილებით, 15 სექტემბერი, 2010 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს ჯვარი, ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო, ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა, სამი შემცირებული სარტყელი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბითიანეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად.

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო.
  • II ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი შემცირებული სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „თიანეთი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]