ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
![]() | |
დეტალები | |
დამტკიცდა | დამტკიცებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14 დადგენილებით, 30 მაისი, 2010 წ. |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | მეწამული მახვილი, ორი მეწამული ჯვარი, ოქროს მწოლიარე ლომი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მწვანე ბაფთა |
დევიზი | ახალციხე |
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი — ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი ჰორიზონტალურად არის ქონგურისებურად გადაკვეთილი 2 ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით.
- II ნაწილი — ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე ოქროს მწოლიარე ლომი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახალციხე“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|