ერედვის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
ერედვის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 24 მაისი, 2010 |
გვირგვინი | ერთკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დევიზი | ერედვი |
ერედვის მუნიციპალიტეტის გერბი — ერედვის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2010 წლის 24 მაისს, №2 დადგენილებით.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის მეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის მუზარადი. ფარის ზედა მარჯვენა კუთხე უჭირავს თავისუფალ კანტონს, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ერედვი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|